თუ გსურთ შექმნათ YouTube კონტენტის შესაფერისი ალგორითმი, ამ სტატიაში თქვენ იხილავთ 15 რჩევასა და ტაქტიკას თქვენი YouTube ვიდეო კონტენტის ოპტიმიზაციისთვის ყველა ეტაპზე.
გამოაქვეყნეთ ვიდეო კვირაში რამდენჯერმე
ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ YouTube არხები, რომლებიც კვირაში ერთზე მეტჯერ აქვეყნებენ ვიდეოს, ბევრად უკეთესად მუშაობენ და რეკომენდებულ ნახვებს იღებენ. თუ შესაძლებელია, გამოაქვეყნეთ ვიდეო YouTube-ზე კვირაში სამჯერ ან მეტჯერ, განსაკუთრებით, თუ თქვენ ახლა იწყებთ ამ საქმიანობას და ცდილობთ აუდიტორიის შექმნას. რეგულარული გრაფიკის დაცვამ კვირაში მრავალჯერადი პოსტით, შეიძლება, სწრაფად გაზარდოს თქვენი არხი.
შეიმუშავეთ ვიდეოს დადების მდგრადი სტრატეგია
სულ რომ ოსკაროსანი ფილმი ატვირთოთ, თუ შესაბამისი სტრატეგიით არ მოქმედებთ, შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს. ვიდეოს რეგულარულად ატვირთვა მომხმარებლისთვის ნაცნობ დროს – არის ეფექტური საშუალება ალგორითმის ასამუშავებლად.
დაიწყეთ თითოეული ვიდეო საინტერესოდ
როგორ მიიპყრობთ მაყურებლებს, დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს კონტენტზე. თუ ვიდეო შეიცავს რაიმე სახის პროექტს, ჯერ აჩვენეთ საბოლოო შედეგი, რადგან ხალხს ჯერ განსაცვიფრებელი შედეგი აინტერესებს, ხოლო შემდეგ, თუ როგორ მიაღწიეთ მას. მაგალითისთვის შეგვიძლია კულინარიული ვლოგები აიღოთ – ჯერ მზა, სერვირებულ კერძს გვიჩვენებენ, შემდეგ კი მისი მომზადების წესს გვაცნობენ.
სათაურები და კრედიტები დაწერეთ მოკლედ
მომხმარებლის ყურადღების დიაპაზონი ზოგადად მოკლეა. გრძელი სათაური ან კრედიტის თანმიმდევრობა ვიდეოს დასაწყისში შეიძლება ხალხის დაკარგვის მიზეზი გახდეს. გახადეთ თქვენი საწყისი სათაური და კრედიტები მოკლე და მკვეთრი.
დაამატეთ ვიზუალები თქვენი ვიდეოების, არხის ან ვებსაიტის პოპულარიზაციისთვის
ინტერაქციული გრაფიკის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება მოუწოდოს მომხმარებელს, რომ გამოიწეროს თქვენი არხი. ე.წ. End Screen-ები შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ვიდეოს ბოლო 20 წამში. მათი დაყენება Analytics Creator Studio-ში შეგიძლიათ.
მოუფრთხილდით მაყურებლის ყურადღებას
ხანგრძლივმა პაუზებმა, არეულმა ლაპარაკმა, ერთი თემიდან მეორეზე გადახტომამ ან უბრალოდ მოსაწყენმა თემებმა შეიძლება აიძულოს ადამიანები რეკომენდებული ვიდეოების ყურება შეწყვიტონ. თუ რაღაც მომენტში თემას უნდა გადაუხვიოთ, ყოველთვის გააფრთხილეთ ამის შესახებ მაყურებელი, ან შეაშველეთ ვიზუალი, არ მისცეთ მაყურებელს სხვაგან დაწკაპუნების მიზეზი.
ყურადღება მიაქციეთ, რა არის ვიდეოზე გამოსახული
ვიზუალურ ეფექტს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცით, ამიტომ დაადეთ თქვენს ვიდეოს ისეთი მთავარი ფოტო, რომელიც მიმზიდველი იქნება და სწორედ მის გამო დააწკაპუნებს ზოგიერთი მომხმარებელი. შემოთავაზებული ვიდეოები ორგანული ტრაფიკის წამყვანი წყაროა YouTube-ზე. როდესაც ვინმე უყურებს ვიდეოს YouTube-ზე, თქვენი ვიდეოს ესკიზი უნდა იყოს გამორჩეული, რომ, როცა ის მოხვდება შემოთავაზებული ვიდეოების მარჯვენა გვერდითა ზოლში, მაყურებელი მასზე გადავიდეს.
შეამოწმეთ მთავარი ფოტოები AdWords-ით
იმისთვის, რომ გაიგოთ, მუშაობს თუ არა ესკიზი, შეამოწმეთ ის. შექმენით რამდენიმე ვარიანტი Google AdWords-ით. თუ ბიუჯეტს გამოყოფთ და დააკვირდებით, რომელ ფოტოს აქვს ყველაზე მაღალი ნახვის სიხშირე (VTR) მთელი კვირის განმავლობაში, თქვენი დანახარჯი დაგიბრუნდებათ ბევრი მომხმარებლის სახით,
გაიმეორეთ თემები ან ტაქტიკები ყველაზე წარმატებული ვიდეოებიდან
ღრმად ჩაიხედეთ თქვენს ანალიტიკაში, რათა გაარკვიოთ, რომელი ვიდეოები იღებენ ყველაზე მეტ კონვერტაციას. მოძებნეთ შაბლონები, საინტერესო თემები, მოარგეთ ისინი თქვენს კონტენტს და გადაიღეთ მსგავსი ვიდეოები.
Creator Studio-ში თქვენი ყველაზე მაღალი კონვერტაციის მქონე ვიდეოების საპოვნელად გადადით Analytics-ზე, დააწკაპუნეთ Subscribers-ზე და შემდეგ დააწკაპუნეთ YouTube Watch გვერდზე.
შექმენით გრძელი ვიდეოები ყურების დროის გასაუმჯობესებლად
გრძელი ვიდეოების გადაღება არაინტუიციურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტში ყურადღების გაფანტვის სტატისტიკას. ბოლოდროინდელი ტენდენციებით, მოკლე ვიდეოები უფრო პოპულარულია, თუმცა YouTube -ის ალგორითმისთვის აუცილებელია გრძელი ვიდეოებიც, რათა მან დააფიქსიროს ყურების ხანგრძლივი დრო.
გააკეთეთ Live ჩართვები
პირდაპირი სტრიმინგი შესანიშნავი გზაა შინაარსის გამოსატანად, მასზე დიდი დროის დახარჯვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ლაივ სტრიმინგს აქვს გარკვეული ხარვეზები, მას შემდეგ რაც თქვენ დაეუფლებით ფორმატს, ცოცხალი ვიდეო უმარტივესი გზა გახდება ვიდეოკონტენტის შესაქმნელად.
გამოიყენეთ სამი სახის ვიდეო: „Hub, Hero, Help“
ეს არის სტრატეგიული ფორმულა, რომელსაც აქვს შემდეგი მიზნები: ემსახუროთ საზოგადოებას, იყოთ გაზიარებადი და ჩანდეთ ძიების ველში. ჩაამატეთ ეს ვიდეოები თქვენს კონტენტ კალენდარში სხვადასხვა ინტერვალით: ყოველთვიურად გამოაქვეყნეთ ჰაბის ვიდეოები, გმირების ვიდეოები ყოველკვარტალურად და დახმარების ვიდეოები ყოველკვირეულად.
შექმენით ვიდეოსერიები
სერიები კარგი ინსტრუმენტია მომხმარებლის მოსაზიდად და მისთვის თავის დასამახსოვრებლად. ასევე ინტერესის გასაჩენად, რომ დაელოდოს მომდევნო ვიდეოს. შეურჩიეთ თითოეულ ვიდეოს შთამბეჭდავი ვიზუალი და შინაარსი, რომელიც სერიის საერთო თემას მიჰყვება.
ითანამშრომლეთ სხვა YouTube-ებთან
კოლაბორაციები არის ისეთი ვიდეოები, რომლებიც გაზიარებულია კონტენტის რამდენიმე შემქმნელს შორის და არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა თქვენი აუდიტორიის გაფართოებისთვის YouTube-ზე. მიუხედავად იმისა, ბრენდი ხართ თუ YouTuber, კონტენტის სხვა შემქმნელებთან მუშაობა თქვენს არხს უფრო ცნობადს გახდის.
გამოხატეთ კოლაბორაცია ტეგებით, სათაურებით…
იმისთვის, რომ კოლაბორაციები უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, კარგად გამოხატეთ ეს კოლაბორაცია სათაურში, არ დაივიწყოთ ტეგები და მოკლე აღწერაც. დარწმუნდით, რომ თქვენი კოლაბორატორები იგივეს აკეთებენ თქვენთვის თავიანთ ვიდეოებში.
YouTube არხის გასაფართოებლად, უნდა განავითაროთ YouTube კონტენტი თქვენი მაყურებლისა და ალგორითმის გათვალისწინებით. დარწმუნდით, რომ თქვენმა ესკიზებმა მიიპყრო მათი ყურადღება და ყველა ვიდეომ უნდა შეუსრულოს მაყურებელს ის მოლოდინი, რასაც დასაწყისში დაპირდებით.