in

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე და მავნე საქმიანობების რეგისტრაციის ვადა იწურება 

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბერს იწურება. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის გივი აზაურაშვილის თქმით, პირი, რომელიც საქმიანობას, ვადის ამოწურვამდე, არ დაარეგისტრირებს, 1000 ლარით დაჯარიმდება.

© „ბათუმელები“

„მოგიწოდებთ, დროულად მიმართოთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიაროთ რეგისტრაცია“.

იმის გადამოწმება, მიეკუთვნება თუ არა საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შესაძლებელია მთავრობის დადგენილებაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე (1505).

პირველი დასაკეცი სმარტფონი – UPDATE

განკითხვის დღე