in

რა აინტერესებთ გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატებს? – 15 შეკითხვა დამსაქმებელთან

გასაუბრებაზე, შეკითხვებს, როგორც წესი, პოტენციური დამსაქმებელი სვამს. შემდეგ კი, როცა ინტერვიუზე მისულ კანდიდატს მიმართავს, „თქვენ რა გაინტერესებთ ჩვენზე?“, კითხვები, ძირითადად, ფორმალურია ხოლმე, და ისიც კომპანიის შესახებ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Inc.-ის რედაქტორმა LinkedIn-ის მილიონამდე იუზერი გამოკითხა, რომ გაერკვია, რეალურად, რა აინტერესებთ გასაუბრებაზე მისულებს. წარმოგიდგენთ 15 შეკითხვას, რაც მათ შორის გამოცემამ გამოარჩია. ასე, რომ თუ გსურთ, სუპერ თანამშრომელი იპოვოთ, გასაუბრებისა და შეკითხვებისთვის ისევე უნდა მოემზადოთ, როგორც თქვენი კანდიდატები. ეს შეკითხვები მათთვისაც საინტერესოა, ვინც მეორე მხარესაა, ანუ ინტერვიუზეა მისული.

  1. გქონიათ შემთხვევა, აგიყვანიათ თანამშრომელი, თითქოს, ძალიან კარგი კანდიდატი შეარჩიეთ, მან კი, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა? თუ ასეთი რამ მომხდარა, როგორ ფიქრობთ, რატომ?
  2. თქვენთვის რას ნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელობა?
  3. კორპორატიული კულტურიდან გამომდინარე, რა არის თქვენი კომპანიის #1 პრიორიტეტი: მომხმარებელი, თანამშრომელი, შემოსავალი თუ ბრენდი? და იგივე პასუხი აქვთ სხვა თანამშრომლებსაც?
  4. როგორ მოახერხეთ Covid-19-ის დროს ადაპტაცია და როგორ პოზიციონირდა თქვენი ბრენდი ბაზარზე, ამ პერიოდში?
  5. ყველაზე მაღალი რანგი, რომელიც ქალს უკავია თქვენს ორგანიზაციაში?
  6. ვინ მუშაობდა ამ პოზიციაზე (რომელზეც გასაუბრებაა გამოცხადებული), რამდენ ხანს და რატომ აღმოჩნდა ეს ადგილი ვაკანტური?
  7. კომპანიაში ადაპტაციის პროცესი როგორია? დაახლოებით, რა ვადაში ელოდებით ახალი თანამშრომლისგან მაქსიმალურ პროდუქტიულობას?
  8. თუ ამ პოზიციაზე ამიყვანთ, რა პროფესიულ რჩევას მომცემდით, როგორც თანამშრომელი, ხელმძღვანელი?
  9. როგორ ხედავთ ამ კომპანიას, 5 წლის შემდეგ?
  10. ერთი ან ორი მაგალითი რომ მითხრათ, რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდე ამ პოზიციაზე მუშაობისას? უშუალოდ სამუშაო პროცესს ვგულისხმობ.
  11. ვინ არის გუნდში ყველაზე ძლიერი და რაში გამოიხატება ეს?
  12. ჩემს კვალიფიკაციაში რაიმე ხომ არ გაფიქრებთ (გაეჭვებთ)?
  13. მაჩვენებლების გარდა, რითი აფასებთ [კომპანიის, თანამშრომლის] წარმატებას?
  14. იქნებ, თქვენი მართვის სტილზე მიამბოთ?
  15. არის რაიმე ისეთი, რაც არ მიკითხავს, არა და ფიქრობთ, უნდა დავინტერესებულიყავი?

 

წყარო: Inc.



„გაუფრთხილდი თავს – ზაფხული დასვენებისთვისაა!” – 4Media-ს პოსტერების კამპანია

თიბისი კონცეპტი – ახალი კონცეფცია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში