in

15 რჩეული კამპანია EURO 2024-დან

აბა, რას ფიქრობთ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე? გულშემატკივრობის ამბების მიღმა, რაზეც, ალბათ, სულ ბევრი იქნება მოსაყოლი, რეკლამებია, რომლებიც სწორედ ამ ამბავს მიეძღვნა, ამიტომ ახლა 15 რჩეულ კამპანიას გაგაცნობთ:

BOG

1. England without immigration — Migration Museum

ინგლისი კი ფინალშია, მაგრამ ფაქტი შემდეგია, რომ იმიგრაციის გარეშე ისინი ვერაფერს იზამდნენ. პოსტერიც პირდაპირ და მარტივად გვაჩვენებს ამას, რომლის ავტორიც Migration Museum გახლავთ:


2. In the Bag — Walker

ნახევარფინალში ოლი უოტკინის გატანილი გოლის აღნიშნვნა კი VCCP-მ ამგვარი ჟესტით გადაწყვიტა:


3. A Bitte makes everything possible — Bitburger

ლუდის ბრენდმა Bitburger-მა კი გადაწყვიტა გერმანელების სტუმართმოყვარეობაზე გაესვა ხაზი, თუმცა აქ ჩემპიონატისთვის ჩასულ სტუმრებზე კი არა, იმ ადამიანებზე საუბრობენ, რომლებიც ლუდმა მიიყვანა გერმანიამდე:

4. WeRoad: Holiday Squad — WeRoa

გერმანიის შემადგენლობაში წელს ჯეკ გრილიში და ჯეიმს მედისონი აკლდა, რომლებიც ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად, იბიცაზე საერთო მოგზაურობებით არიან ცნობილი… ამიტომ თუ ნაკრებში არა, მათ WeRoad სხვა გუნდში შეერთებას სთავაზობს:


5. Tennent: Get to Germany — Studio Something

ამ ამბავს კომიკოსი იაინ სტერლინგი მოგვითხრობს და შოტლანდიელი გულშემატკივრების რბოლას ასახავს გერმანიაში:

6. Specsavers: Should’ve Translations — Revolt

კამპანია მიზნად ყველა ეროვნების მქონე გულშემატკივრის დახმარებას ისახავდა, ამიტომ გადაწყვიტეს, სლოგანი Should’ve gone to Specsavers ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ქვეყნის ენაზე ეთარგმნათ:


7. Budweiser: Blessed By Sir Geoff Hurst — Revolt

აქ კი Budweiser-მა გადაწყვიტა თავისი ლუდი ინგლისის 1966 წლის გუნდის სულისკვეთებით დაელოცა და შთაეგონებინა ისინი, მიეღწიათ მაქსიმუმს EURO 2024-ზე:

როგორც ვიგებთ, ტურნირისთვის 12 მილიონზე მეტი ქილა დაამზადეს…

8. British Heart Foundation: Til I Died — Saatchi & Saatchi

ევროპის ჩემპიონატის მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი საქველმოქმედო ორგანიზაციამ იმ ახალგაზრდებისადმი ყურადღების მისაქცევად გამოიყენა, რომლებიც გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალნენ… 

Saatchi & Saatchi-ის კამპანიას დეტალურად ლინკზე გაეცნობით.

9. Irn-Bru: Doctor’s — Leith

Leith ოპტიმიზმის სიმპტომებზე გვესაუბრა:

10. Irn-Bru: Mannschaft — Leith

მართალია, Mannschaft გერმანულად აღნიშნავს საფეხბურთო გუნდს, მაგრამ ამ რეკლამაში შოტლანდიელების სამოსში გამოწყობილი გულშემატკივარი ეუბნება გერმანიას, რომ ისინი აპირებენ, ნახონ რას ნიშნავს შოტლანდიური mannschaft…

11. Adidas: You Got This — TBWA\London & TBWA\Neboko

აქ კი ადიდასი იმ წნეხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ელიტური მოთამაშეები განიცდიან… ვრცლად იხილეთ ბმულზე

12. Paddy Power: Europe’s Favorites — BBH

ინგლისი რომ ევროპის ფავორიტებში მოხდა და მთავარი ტიტულისთვისაც რომ იბრძოლებდა, BBH სწორედ ამას აღნიშნავდა:

13. Bitburger & Serviceplan: The Bitte Tour — Stink Films Berlin

იმ საერთო სულისკვეთებას ზეიმობს, რომელსაც ფეხბურთი გვთავაზობს, თავისი საკვებით, ტრადიციებითა და მომენტებით, რომლებიც Bitburger-ის ირგვლივ ვითარდება:

14. BBC: More Twists, More Turns — BBC Creative

აქ კი ტურნირის არაპროგნოზირებად ბუნებას შეგვახსენებენ:

15. Topps: Stickerbook — JAA

დაბოლოს, არც ჟოზე მოურინიო დავიწყებიათ:

როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი ქმედებები მარტივად?

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის მე-17 ჯაზფესტივალს და Day Party სერიებს, სასტუმრო Rooms-თან ერთად