25
Sep
2019

15 ფოტო, რომელიც ადამიანის ქმედებებზე დაგაფიქრებთ

25 Sep 2019

კლიმატის ცვლილება, გადაუმუშავებელი ნარჩენები, ბიომრავალფეროვნების შემცირება, უსაფრთხო სასმელი წყალი და სხვ. ის პრობლემებია, რომლებზეც უკვე მრავალი ადამიანი, ორგანიზაცია, მოძრაობა თუ ნებისმიერი ტიპის დაჯგუფება საუბრობს. დღესდღეობით ამ პრობლემების ირგვლივ უამრავი აქცია იმართება. როგორც ჩანს, საზოგადოებაში ნელ-ნელა იზრდება ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა ეფექტი აქვს ადამიანის უარყოფით საქმიანობას დედამიწისთვის.

მაგალითად, მეცნიერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კლიმატის ცვლილება არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. პრობლემა, რომელსაც “სათბურის გაზების” გაფრქვევა და მათი კონცენტრაციის ზრდა იწვევს ატმოსფეროში. სამწუხაროა, მაგრამ ამ პრობლემას მრავალმხრივი ეფექტი აქვს – იგი მოქმედებს როგორც ადამიანზე, ისე ფლორასა და ფაუნაზე. დედამიწა მის პირვანდელ სახეს სულ უფრო და უფრო კარგავს, მცირდება რესურსები, იზრდება რისკები.

სწორედ ამ ყველაფრის თვალსაჩინოებისთვის გადავწყვიტეთ, თქვენთვის რამდენიმე შემაძრწუნებელი ფოტო გვეჩვენებინა:

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა