7 წუთიანი დოკუმენტური ფილმი საფრანგეთის კულინარიული ისტორიის ერთ–ერთ ურთულეს პერიოდზე – 15 წელი BURGER KING–ის გარეშე. ფრანგები ფორუმზე წერენ: მეფეებთან არ გვიმართლებს, ბოლოს რომ გვყავდა, იმასაც თავი მოვკვეთეთო, თუმცა, ეს 15 წელი მათთვის ნამდვილად არ ყოფილა სახუმარო.
1997 წლის 31 დეკემბერს ფრანგი ხალხი BURGER KING–ის რესტორნებთან შეიკრიბა რათა ბოლოჯერ დამტკბარიყო საყვარელი ბურგერის გემოთი. პანიკამ, ცრემლებმა და პროტესტმა მოიცვა საფრანგეთის ქუჩები. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება ბევრი ბურგერი ეყიდათ და შეძლებისდაგვარად, გამოეზოგათ.
ფრენკ ლებლონდმა მოახერხა და დახურვის დღეს, 24 საათის განმავლობაში 400 ბურგერი იყიდა. მან ბურგერების ეს რაოდენობა ისე გათვალა, რომ 2007 წლის მარტამდე უნდა ყოფნოდა თუ კვირაში ერთ ცალს შეჭამდა. სპეციალურ მაცივარი, სადაც ის თავის “საგანძურს” ინახავს, რამდენიმე საკეტით ჰქონდა ჩაკეტილი, მაცივრის ახლოს კი სიგნალიზაციის სისტემა იყო დაყენებული.
ტრაგედია, რომელიც მთელმა თაობამ გადაიტანა ბევრისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ზოგს მედიკამენტური დახმარება დასჭირდა, ზოგს ბურგერ–თერაპია, ზოგს ჰიპნოზიც კი.
ხუთი წლის შემდეგ, დაახლოებით, ორასი ათასამდე ფრანგი დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ნელ–ნელა შავი ბაზარიც გაიხსნა და ხალხმა არალეგალურად დაიწყო BURGER KING–ის პროდუქციის ლონდონში შემოტანა და გაყიდვა. ბურგერ–დილერებმა სერიოზული ბიზნესი წამოიწყეს. თუმცა, არც ეს გაგრძელებულა დიდხანს.
10 წლის მერე, როგორც იქნა, აგორდა მღელვარების ახალი ტალღა. ხალხმა დაიწყო ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები. ხელისუფლება ვეღარ უმკლავდებოდა ხალხის აბობოქრებულ მასას.
საბოლოოდ, 2012 წელს BURGER KING–ის ახალი რესტორანი ისევ გაიხსნა პარიზში. ბურგერებისთვის ემიგრირებული ხალხი ქვეყანას დაუბრუნდა. ეს ამბავი მედიის ფართო გაშუქების თემად იქცა. დიდხანს სიცოცხლე საფრანგეთს! დიდხანს სიცოცხლე ბურგერს!