in

Stand-Up კომედიის საწყისები შუასუკუნეების ჩანაწერში — კვლევა

შუასაუკუნეების ჩანაწერებში უამრავი რამის აღმოჩენა შეგვიძლია — რელიგიური თემატიკით დაწყებული, კულტურითა და ყოველდღიური რუტინით დასრულებული. ახლა კი მეცნიერებმა მე-15 საუკუნის ჩანაწერში Stand-Up-ის საწყისებს მიაგნეს…

M2
M2

ამ ხელნაწერის კომედიური ღირებულება, რომელიც შოტლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, ახლახან აღმოაჩინა კემბრიჯის მეცნიერმა, დოქტორმა ჯეიმს უეიდმა. 1480 წელს ხელით დაწერილი ტექსტებით მოგზაური მსახიობებისთვის უნდა ყოფილიყო, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას გასართობ სანახაობებს უძღვნიდნენ. დღევანდელი სტანდარტებით, მსგავსი გამოსვლები „სკეტჩ კომედიად“ მოიხსენიება.

სამივე ტექსტი ერთგვარი „დამცინავი ქადაგებაა“ — კომედიური შინაარსის ამბები, რათა ხალხის ბრბო გაემხიარულებინათ. ერთ-ერთ მათგანში, ტროპის სახით, მკვლელი კურდღლები იყვნენ წარმოდგენილნი, რასაც დათვების ხუმრობები მოსდევდა. როგორც ჯეიმსი განმარტავს, ეს ჩანაწერები უიშვიათეს ხედვას გვთავაზობს შუასაუკუნეების სამყაროზე, რომელიც მდიდარია ზეპირსიტყვიერებითა და პოპულარული გასართობებით.

„ეს ტექსტები გვახსენებს, რომ სადღესასწაულო გართობა მზარდი სოციალური მობილურობის დროს ყვაოდა. მაშინ ხალხი ძალიან დიდ დროს ატარებდა გარეთ და მსახიობებს, კომედიანტებს შეეძლოთ, მარტივად მიექციათ მათი ყურადღება. ისინი მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ ადამიანების ცხოვრებაში“, — აღნიშნავს ჯეიმს უეიდი.

რა უშლის ხელს ადგილობრივ ინოვაციებს მასშტაბირებაში? — 3 დაბრკოლება

Killages-ის ახალი ალბომი “Outcast” 1 ივლისს გამოვა