in

კვლევით დამტკიცებული 15-წუთიანი აქტივობა შფოთვის შესამცირებლად

M2
M2

პოზიტიური განწყობის შენარჩუნება ნამდვილ გამოწვევას შეიძლება ჰგავდეს მათთვის, ვინც შფოთვითა და დაბალი თვითშეფასებით იტანჯება, მაგრამ კვლევა გვეუბნება, რომ აქ დიდ როლს ჩვენი წარმოსახვა თამაშობს — University of Missouri-Columbia-ს ნაშრომის თანახმად, ჩვენი საუკეთესო ვერსიების ვიზუალიზაცია მარტივი 15-წუთიანი ვარჯიშის ფარგლებში პოზიტიური ემოციების მყისიერად ზრდას იწვევს. 

ექსპერიმენტში მონაწილეობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა მიიღეს და მათ ამ სავარჯიშოს გაკეთება 2 კვირის მანძილზე ყოველდღიურად უწევდათ. ამ მოკლე სესიის ფარგლებში ისინი ყველა სფეროს უნდა შეხებოდნენ, იქნებოდა ეს კარიერა, აკადემიური ნამუშევარი, ურთიერთობები, ჰობები თუ ჯანმრთელობა და 15 წუთის მანძილზე უნდა დაეწერათ, როგორი წარმოედგინათ მათი საუკეთესო მომავალი. 

სავარჯიშო განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა ძალიან კონკრეტულია. თუ ახალ სამსახურზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ, ზუსტად რას გააკეთებთ იქ, ვისთან ერთად და სად იმუშავებთ. რაც უფრო კონკრეტული იქნებით, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, — აცხადებენ The Greater Good Science Center-ში (GGSC).

საინტერესოა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც ამ სავარჯიშოს 2 კვირის მანძილზე აკეთებდნენ, მყისიერად დაინახეს პოზიტიური ცვლილებები. ხოლო იმ პირებმა, რომელთაც ეს შემდგომი თვეების მანძილზე გააგრძელეს, კვლავ დადებითი შედეგები აჩვენეს. 

გამოდის, დღეში სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ შფოთვა შეამციროთ და თქვენი მენტალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ…

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში — გადარიცხვების ახალი გამოცდილება

საქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის