მაშინ, როცა თინეიჯერების უმეტესობას ეძინა, რამებშბაბუ პრაგნანანდჰა ისტორიას წერდა. 16 წლის ინდოელმა მოჭადრაკემ მხოლოდ 39 სვლაში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი. ცხადია, ეს სერიოზული დარტყმა იყო 31 ჩემპიონისთვის…
მთელი თამაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც Meltwater Champions Chess Tour 2022-ის ნაწილი. რა თქმა უნდა, კარლსენის ჩემპიონობაზე ეს მარცხი ვერ იმოქმედებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება — მარცხი მაინც სამწუხაროა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარლსენი ამჟამად კორონავირუსს ებრძვის და მისი თქმით, ცოტა არ იყოს, დაბინდული აქვს გონება.
საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაგნუსი და რამებშბაბუ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუმცა მიმდინარე წლის იანვარში გამარჯვება მაგნუსმა მოიპოვა. “ჩვენ ყველას გვიხარია ახალგაზრდა გენიოსის წარმატება. ვამაყობთ, რომ მან ცნობილი ჩემპიონი დაამარცხა და პრაგნანანდჰას წარმატებებს ვუსურვებთ თავის საქმიანობაში”, — აღნიშნავს პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი.