in

კოსმოსის მოყვარულმა 1600 ეგზოპლანეტა ორ პოსტერში მოაქცია!

დღეს მარტინ ვარჯიკზე უნდა მოგიყვეთ, კოსმოსის მოყვარულზე, ავტორსა და გრაფიკულ ხელოვანზე სლოვაკეთიდან, რადგან სწორედ მან შექმნა ორი ინფოგრაფიკული პოსტერი, რომლებიც განსხვავებული ზომისა და ტიპის თითქმის 1600 ეგზოპლანეტას გვაჩვენებს! ერთს Icy and Rocky Worlds ეწოდება, ხოლო მეორეს Exoplanet Zoo, რომლებსაც ქვემოთ დეტალურად გაჩვენებთ, თუმცა მანამდე, მოდით, კოსმოსის მოყვარულის ამბავი გავაგრძელოთ.

M2
M2

ვირჯიკი ასტრონომიითა და კოსმოსით ბავშვობიდანაა დაინტერესებული, როცა 10 წლის იყო, სახლში არსებულ ტელესკოპს იყენებდა მთვარის კრატერებზე, იუპიტერის მთვარეებსა და ვენერას ფაზებზე დასაკვირვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც დიდი სინათლის დაბინძურებაა — იშვიათ შემთხვევებში სუფთა ცას ვხედავდი და გაოგნებული ვიყავი ირმის ნახტომის უამრავი ვარსკვლავით

2015 წელს ასტრონომიის, კოსმოლოგიის, კოსმოსის კვლევისა და ფიზიკის წიგნებსაც დაუმეგობრდა და შექმნა პირველი ვერსიები იმისა, რაც შემდგომში ამ ამბიციურ ინფოგრაფიკად ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი სამყაროს, ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის ვიზუალური წიგნიც გამოუშვა და მას Curious Cosmic Compendium უწოდა. აქ 10 გვერდი მთლიანად ეგზოპლანეტებს ეძღვნება, ტემპერატურა კი ნელ-ნელა მატულობს, როცა ყავისფერი და წითელი ჯუჯებისკენ ვინაცვლებთ. ეს ყველაფერი ეგზოპლანეტის ორ ახალ პოსტერს დაედო საფუძვლად. 

მეცნიერული მოდელებისა და უახლესი ინფორმაციების გამოყენებით, პოსტერი შესანიშნავ ვიზუალიზაციას ახდენს ჩვენთვის ცნობილი 1100 ეგზოპლანეტის, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავებიდან მიღებული სითბოს ოდენობითაა დალაგებული, ზომებიც შედარებითია და გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, როგორ გამოიყურებიან ისინი. ორივე ინფოგრაფიკის დასრულებას 6-7 თვე დასჭირდა. მე ერთდროულად ვმუშაობდი პლანეტარული ტექსტურების შექმნაზე და მათ დარენდერებაზე. ინფოგრაფიკებისთვის მონაცემები კი 3 საჯარო ეგზოპლანეტის ბაზიდან ავიღე, — განმარტავს ვარჯიკი.

პოსტერი ეგზოპლანეტებს სრულიად უცნაური და შესანიშნავი ფორმებით გვაჩვენებს, აქ ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი ეგზოპლანეტა PSR-B1620-26b-იც ასახულია:

WASP-12b-იც, ცხელი აირების გიგანტი, რომელიც ისე ახლოსაა მის ვარსკვლავთან, რომ კვერცხის ფორმაც კი მიიღო:

საინტერესოა, რომ გიგანტური ეგზოპლანეტების ფერები სუდარსკის შკალას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში პლანეტარული ატმოსფეროს ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობას ითვალისწინებს…

Exoplanet Zoo

Icy and Rocky Worlds

„მენოპაუზის რეჟიმი“ — LG ახალ AI ტექნოლოგიას ავითარებს

3 „ტყუილი“, რომლებიც კარგმა ლიდერმა უნდა უარყოს