ისტორიაში პირველად, დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 17 ადამიანი იმყოფებოდა, რაც მსოფლიო რეკორდია. უფრო კონკრეტულად, რეკორდი 29 მაისს დამყარდა, როდესაც დამატებით ჩინეთის სამკაციანი მისია Shenzhou 16 გაეშვა.
საგულისხმოა, რომ წინა, 14-კაციანი რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა. ცხადია, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) პირველი ეკიპაჟი გაემგზავრა, იქ ადამიანი მუდმივად იმყოფება. უბრალოდ, ასტრონავტები პერიოდულად ანაცვლებენ ერთმანეთს. ხოლო კერძო მისიების გაზრდით და ჩინეთის Tiangong-ის კოსმოსური სადგურის გაშვებით, კოსმოსში ადამიანების რაოდენობა სულ უფრო მეტად გაიზრდება.
რეალურად, აღნიშნული რეკორდიც კოსმოსური ტურიზმის გააქტიურებას უკავშირდება — მსგავსი მისიების ფარგლებში ორბიტის სივრცესაც კი სცდებიან.