in

ფოტოკონკურსისთვის „იცხოვრე აქტიურად“ ნამუშევრების მიღება 17 ოქტომბერს სრულდება

ბუნების, ფოტოგადაღებისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულებს 17 ოქტომბრამდე შეუძლიათ ჩაერთონ ფოტოკონკურსში „იცხოვრე აქტიურად“. საკონკურსო ფოტოები 18 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ხმის მიცემა კი 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 1 ნოემბერს, გამოვლინდება ჟიურის რჩეული 3 ფოტო და 5 გამარჯვებული, WOW ემოციით. კონკურსის მიზანია ცხოვრების აქტიური წესის პოპულარიზება. პროექტს მეხუთე თვეა, ერთობლივად ახორციელებენ უკრაინული დაცული ტელეფონების ბრენდი SIGMA MOBILE და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია.

BOG
BOG

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, აქტიური ცხოვრების ამსახველი, ბუნებაში გადაღებული ფოტოსურათი SIGMA MOBILE-ის, ან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის Facebook გვერდზე უნდა გამოგვიგზავნონ. ფოტოზე შესაძლებელი უნდა იყოს კონკურსანტის იდენტიფიცირება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

1 ნოემბერს კი გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ WOW-ს და სამი ჟიურის რჩეული ფოტო. პრიზები განაწილდება შემდეგნაირად:  I ადგილი – დაცული მობილური ტელეფონი Sigma IT68. II ადგილი – ბლუთუზ ყურსასმენი Anker Sport Headset. III ადგილი – Power ბანკი Anker Astro E1 5200 mAh. IV ადგილი – Power ბანკი Anker PowerCore+ mini 3350mAh. V ადგილი – Power ბანკი Anker PowerCore+ mini 3350mAh. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ჟიური გამოავლენს სამ ჟიურის რჩეულ ფოტოს, რომლის ავტორებსაც გადაეცემა Anker-ის Power ბანკი  Anker PowerCore 10400mAh“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

[R]

ინდონეზიელმა დიზაინერმა ორიგინალური კომბინაციებით ექსპერიმენტული ლოგოები შექმნა

„საქართველოში, ახალაშენებულ ბინებზე ფასები კვლავ მოიმატებს“ – „მეტრა დეველოპმენტი“