ხანგრძლივი განშორება, რომელიც ჩიფსების მწარმოებელ კომპანია ლეისსა და სუპერ ბოულს შორის 17 წელი გრძელდებოდა, დასრულებულია, კომპანიის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ რომ ისინი წლევანდელი გათამაშების სპონსორული პაკეტის მფლობელები არიან, ლეისმა ამ მოვლენას სპეციალური კამპანია მიუძღვნა.
წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და გამორჩეული ამერიკული სპორტული მოვლენისთვის ლეისმა ლიგის ოცდაცხრავე სტადიონიდან აღებული მიწა საკუთარ ფერმებში გადაიტანა და მასზე კარტოფილი მოიყვანა. შესაბამისად ყველა გუნდის ინდივიდუალური შეფუთვით და ბრენდირებით წარმოებული ჩიფსის მთავარი ინგრედიენტი, სწორედ იქ მოყვანილი კარტოფილი იქნება.
ინდივიდუალური სპეციალური ბრენდინგი გულშემატკივარმა უკვე იხილა, პროექტზე თორმეტმა დიზაინერმა იმუშავა. ამერიკული ფეხბურთის ცქერის დროს ჩიფსი ერთ-ერთი მთავარი დეტალია, შესაბამისად შეხვედრების განმავლობაში გულშემატკივრებს გუნდები მათი საყვარელი კლუბით შთაგონებული ლეისით გაანებივრებენ.
კამპანიამ შტატების ფარგლებში დიდი მოწონება დაიმსახურა, სოციალურ ქსელებში უამრავი გამოხმაურებების დიდი ნაწილი დადებითი და პოზიტიურია.
„გულშემატკივრებს მუდამ სიახლეებს ვთავაზობთ, სპორტი ჩვენთვის უზომოდ საინტერესო სივრცეა, აქ საუკეთესო იდეების გენერირება და ფრთების შესხმა ხდება, მნიშვნელოვანია მომენტი, რომ ამ მოვლენას 17 წლის შემდეგ კვლავ ვუბრუნდებით და ამით ყველას სიამაყის განცდა გვეუფლება„ – აცხადებს ლეისის მარკეტინგის მენეჯერი ლარა ბრაუნი.