in

177 ქართველის ზუმერული ამბავი და FIFA 23-დ ქცეული კვარაცხელიას გოლი

კვარადონა, კვარავაჯიო, ფეხბურთის მიქელანჯელო — ხვიჩა კვარაცხელიას მეტსახელებს შორისაა. იტალიური პრესა ხმამაღალი სათაურებითაა აჭრელებული და დღე არ გავა, ქართველმა გულშემატკივრებმაც კვარად ცნობილი ფეხბურთელი და მისი წარმატება არ ახსენონ და იზეიმონ.

4 ოქტომბერს, ნაპოლი-აიაქსის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუმერის ფეისბუქის გვერდზე მოულოდნელი სტატუსი გამოჩნდა:

ზუმერის მხიარული სტატუსები, ყველასთვის ნაცნობია, თუმცა ეს შემთხვევა, ყველას არ ჰგავდა. სტატუსს 14 000-ზე მეტმა მომხმარებელმა უპასუხა, მათ შორის გამარჯვებული კი, 177 აღმოჩნდა.როგორ ვითარდებოდა მოვლენები, უფრო დეტალურად სამუშაო ჯგუფი მოგვიყვება:

ეთო მერებაშვილი:  (CMO, zoommer)

ზუმერის კომუნიკაციის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ტრენდულ თემებზე აყოლა და დროული გამოხმაურებაა, თამაშის საღამოს ჩვენს მეგობარ სააგენტოსთან ერთად ვმსჯელობდით, რა გაახალისებდა ჩვენს ფეისბუქის მომხმარებლებს. არც თუ ისე ბევრი მსჯელობის შემდეგ, სტატუსი გამოცხვა და გავაზიარეთ. წამის მეასედებში გვემატებოდა კომენტარები. 4 ოქტომბერს კვარას გულშემატკივრების მთელი არმია ზუმერის გვერდზე შეიკრიბა და ყველა თავის პროგნოზს გვიზიარებდა. 63-ე წუთზე ყველასთვის ნანატრი გოლიც გავიდა. მონაცემების დამუშავების გარეშეც ვხედავდით, რომ ძალიან ბევრი გამარჯვებული გვყავდა და საჩუქრების გადაცემა მათთვის უფრო მეტად სიმბოლური უნდა ყოფილიყო. ამაში ჩვენი პარტნიორი სააგენტო, ჰანს ენდ გრუბერი დაგვეხმარა.

ნინა ნადარაია: (Head of Digital, zoommer)

ამ სტატუსმა რეკორდები მოხსნა და დაუჯერებლად დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 14 000-ზე მეტი კომენტარის დამუშავება და გამარჯვებულების გამოვლენა კი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. კომენტარების ამ რაოდენობის უბრალოდ ჩამოშლაც კი, „შეუსრულებელ მისიად“ მოჩანდა. საბოლოოდ, საგანგებო პლატფორმით ვისარგებლეთ, კომენტარებში მოვძებნეთ ყველა მომხმარებელი, რომლის პასუხშიც 63-ე წუთი ფიგურირებდა და გავითვალისწინეთ რამდენიმე ნიუანსიც: სწორი პასუხი აუცილებლად მატჩამდე უნდა ყოფილიყო დაწერილი და მატჩის შემდეგ არ უნდა დაკორექტირებულიყო.

მომხმარებლების ნაწილს სჯეროდა, რომ მხოლოდ პირველი სწორი პასუხის ავტორს დავაჯილდოებდით, სინამდვილეში, ათეულობით გამარჯვებული გვყავდა და თითოეულ მათგანს პირადად მივულოცეთ. საბოლოოდ, გულშემატკივრების ნაწილი ღონისძიებაზე შეიკრიბა, 50-ზე მეტი Fifa 23 კი, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავში და ახალციხეში ზუმერის ფილიალებში გაიგზავნა.

გიორგი კვიტატიანი ჰანს ენდ გრუბერის კრეატიული დირექტორი:

კომენტარების სახით რეკორდული ჩართულობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემის დღე დაუვიწყარ გამოცდილებად გვექცია.

ერთი მხრივ, გვინდოდა ისეთ გარემოში გადაგვეცა პრიზები, რომელიც გულშემატკივრისთვის რელევანტური იქნებოდა. მეორე მხრივ კი, ისეთი დამატებითი ელემენტი შემოგვეტანა, რომელიც ამ დღეს მართლაც დაუვიწყარს გახდიდა.

 შესაბამისად, გადაწყდა, რომ დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში, საფეხბურთო მოედანზე ყოფილიყო და, რაც მთავარია, გამარჯვებულებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, საკუთარი ხელმოწერები და კეთილი სურვილები საყვარელი ფეხბურთელისთვის — კვარასთვის გაეგზავნათ.

როგორც ვიდეოში იხილავთ, დაჯილდოების დღე მართლაც განსაკუთრებული გამოდგა. გამარჯვებულებმა შუაგულ მოედანზე დაპირებული პრიზები მიიღეს და კვარასთან საკუთარი  ემოციებიც აფრინეს.

საკულტო Fifa 23-ში მოთამაშეებს ხვიჩა კვარაცხელიას გმირით თამაში შეუძლიათ. გულშემატკივრობამ ვირტუალური სამყაროშიც გადაინაცვლა.

Forza Napoli, Forza Kvaratskhelia! 🇬🇪

[პარტნიორის კონტენტი]

უფრო იაფი, უფრო ახლოს — თბილისში მარკეტების ქსელი „გვირილა“ გაიხსნა!

ერთი ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემიდან მსოფლიო ბრენდამდე