in

17 ივნისიდან CME იწყება! სრული 3 დონიანი პროფესიული სასწავლო პროგრამა მარკეტინგში.

“ვთვლი, რომ საქართველოში მარკეტინგის მენეჯერთა მთავარი პრობლემაა ბალანსი ცოდნასა და უნარებს შორის”- ამბობს CME –ს  დამაარსებელი ტარიელ ზივზივაძე.

CME certificationსხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლიდით, რატომ გადაწყვიტეთ შეგექმანათ ცალკე ასეთი პროგრამა?

მარკეტინგი მუდმივად ვითარდება და ამ ტემპს ფეხი უნდა ავუწყოთ. დღეს მარკეტინგის მენეჯებისგან  გაცილებით მეტს მოითხოვენ, ვიდრე ოდესმე. სტანდარტული საუნივერსიტეტო კურსები ან მოკლევადიანი პროგრამები არ კმარა სრულფასოვანი მარკეტინგის მენეჯერის მოზამზადებლად. არც ისაა  საკმარისი , რომ ადამიანმა სპეციალური პროგრამა გაიაროს ჯერ მარკეტინგის საფუძვლებში, შემდეგ სტრატეგიებში, კვლევებში, პიარში და ა.შ. სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში. ბევრგან მისწავლებია და ვიცი . დღევანდელ მარკეტინგის მენეჯერს, მარკეტინგში საბაზო  ცოდნასთან ერთად,  აუცილებელია ესმოდეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, სოციალური მედია, შეეძლოს მარკეტინგის გეგმის შედგენა, ნორმალური პრეზენტაციის გაკეთება, ბიზნეს გადაწყვეტილების მიღება, ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და ა.შ. მარკეტინგის მენეჯერი დაუბალანსებელი ცოდნისა და უნარების ნაკრებით – ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა საქართველოში ამ სფეროში დასაქმებულების ალბათ 80%-ზე მეტის შემთხვევაში. სრული 3 დონიანი პროფესიული სასწავლო პროგრამა მარკეტინგში საერთაშორისო სერტიფიცირებით სწორედ ამიტომ შევქმენით.

რას მოიცავს თითოეულო დონე ? როდის იწყება და  დასრულდება ისინი ?

17 ივნისიდან იწყება პირველი დონე [ქართულენოვანი]  5 საბაზო მოდულისგან შედგება:

1) მარკეტინგის საფუძვლები

2) ეფექტური პრეზენტაცია

3) მარკეტინგის სტრატეგია

4) მარკეტინგული კვლევა და დაზვერვა,

5) ონლაინ მარკეტინგი და სოციალური მედია

სულ 105 საათი, 42 სესია. პირველი დონე დასრულდება ოქტომბერში. აქვე ჩატარდება პირველი დონის სერტიფიცირება.

მეორე დონე [ქართულენოვანი] 5 პრაქტიკული მოდულისგან შედგება:

1) კლიენტებთან ურთიერთობის მართვა

2) ბრენდის შექმნა და მართვა

3) მარკეტინგული ქეისები და სავარჯიშოები

4) სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია

5) მარკეტინგის გეგმის შედგენა

სულ 130 საათი, 46 სესია. მეორე დონე დაიწყება პირველის დასრულების შემდეგ  (თუ ჯგუფი ადრე შეიკრიბა,  შესაძლოა  დაწყება დაჩქარდეს კიდეც).

მესამე დონე ინგლისურენოვანია. იგი ფაქტიურად საერთაშორისო სერტიფიკატზე ჩასაბარებლად მომზადების პროგრამაა. 60 საათი, 20 სესია. გამოცდა ინტერნეტით ტარდება ინგლისურ ენაზე. მესამე დონე დაიწყება მეორის დასრულების შემდეგ (თუ ჯგუფი ადრე შეიკრიბა შეიძლება დაწყება დაჩქარდეს).

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

პირველ დონეზე მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი, ვისაც მარკეტინგის შესწავლა უნდა. მეორე და მესამე დონეებზე აუცილებელი მოთხოვნაა პირველი ჰქონდეს გავლილი ან ჩააბაროს სათანადო სერტიფიცირება, ასევე აუცილებელია სამუშაო გამოცდილება. მესამე დონეზე არის დამატებითი მოთხოვნა – ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენთან ასევე არის შესაძლებლობა ადამიანი სურვილისამებრ დაესწროს ერთ ან  მხოლოდ რამოდენიმე კონკრეტულ მოდულს.

რა უპირატესობა გააჩნია, სხვა პროგრამებისაგან განსხვავებით CME – ?

CME –ს რამოდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს:

ეს არის  მარკეტინგის სრული კურსი. აქ სამი დონეა, 10 ქართულენოვანი და 1 ინგლისურენოვანი მოდული, სულ 300-მდე საათი უაღრესად საინტერესო და პრაქტიკული პროგრამა საერთაშორისო სერტიფიცირების ჩათვლით. თუ ადამიანს უნდა მარკეტინგის შესწავლა, ჩვენთან ნამდვილად ისწავლის მას სრულყოფილად. გარდა ამისა,  ვთვლით, რომ ტრენერი ყველა პროგრამის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირადად მე ვატარებ ყველა მოდულს. მე მრავალი წელია პროგრამის მოდულებს არა მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ვასწავლი, არამედ ვაკეთებ კიდეც სხვადასხვა დამკვეთებისათვის კონკრეტულ მარკეტინგულ პროექტებს. ამასთან, ჩვენი პარტნიორები ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი გეგმაა გავზარდოთ პარტნიორთა რაოდენობა და უფრო მეტად ჩავრთოთ ისინი პროგრამის მიმდინარეობის პროცესში. მაგალითად მოვიწვიოთ სპიკერები, ვესტუმროთ კომპანიებს და ა.შ. და ბოლოს,

ყველამ იცის,  რაც არის MBA ან PHD სტატუსები. საერთაშორისო სერტიფიკატზე ჩაბარების შედეგად ჩვენს მსმენელს მიენიჭება საერთაშორისო აბრევიატურა – CME –  Certified Maketikng Executive–საერთაშორისო სტატუსი მარკეტინგის პროფესიაში.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ  იმაზერომ მარკეტინგის სფეროში, ქართულ ბაზარზე ისეთი კადრების ნაკლებობაა, რომელსაც ექნება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ერთად. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ვთვლი, რომ საქართველოში მარკეტინგის მენეჯერთა მთავარი პრობლემაა ბალანსი ცოდნასა და უნარებს შორის. ეს ბალანსი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. პრაქტიკა ყველაფერიაო ამბობენ, მაგრამ მე ხშირად მინახავს მავნე პრაქტიკა თეორიული ცოდნის გარეშე, ანდა თეორიული ცოდნის მქონე ადამიანი, რომელიც შორსაა პრაქტიკისაგან.

მოახერხებენ ამ ნიშის შევსებას CME-პროგრამის კურსდამთავრებულები

CME –ს გამოწვევაა მოამზადოს მარკეტინგის აღმასრულებლები, რომელთაც ექნებათ საჭირო ცოდნა, უნარები, ხედვა, გამოცდილება, კავშირები, ინსტრუმენტები და აღიარებული საერთაშორისო სტატუსი. და ეს ეტაპობრივად მოხდება.

სწავლის გადასახადი მეტ –  ნაკლებად განმსაზღვრელი ხდება ხოლმე ამა თუ იმ პროგრამის შერჩევიასას. რამდენად შეესაბამება  პროგრამაზე სწავლის საფასური ადგილობრივ ბაზარს ?

CME – ს ყველა დონის ყველა მოდულის საფასური დეტალურადაა გაწერილი და ღიადაა მოცემული პროგრამის ბროშურაში. (: www.marketing.ge/cme_brochure.pdf )

ფასები ხელმისაწვდომია როგორც ცალკეულ მოდულებზე, ასევე დონეებზე. ხოლო იმ საერთო ღირებულებასთან შედარებით, რასაც პროგრამა მონაწილეს მისცემს, ნამდვილად დაბალიცაა.

ჩვენ გვაქვს ფასდაკლებების სისტემა, რომელიც ასევე ღიადაა გაწერილი ბროშურაში. დამატებით შეღავათებს გავაკეთებთ ჯგუფებისათვის. გარდა ამისა, 10%-იანი ფასდაკლება “მარკეტერის” მკითხველებისთვის.

ზოგადად, რა პროცესებია დღეს მარკეტინგის სფეროში? რა პრობლემებია?

მარკეტინგი დინამიურად ვითარდება. გარემო სწრაფად იცვლება, მანძილები იშლება და ადაპტირების, ისევე როგორც დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავების და სწავლის უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელობა კიდევ მეტად გაიზარდა, თუმცა იცვლება და ვითარდება მარკეტინგული არსენალი. და კიდევ ერთი, ყველაფერი ხდება გაცილებით სწრაფად.

რა არის საჭირო,  მარკეტერისთვის, თავის სფეროში წარმატებისათვის

საჭირო პროფესიული ცოდნა, უნარები, ხედვა, გამოცდილება, კავშირები, ინსტრუმენტები და აღიარებული საერთაშორისო სტატუსი. + განვითარებისაკენ და წინსვლისაკენ მუდმივი სწრაფვა.

შეგახსენებთ,   Certified Marketing Executive (CME ® ) MARNET Associates LLC  წარმოგიდგენთ . პროგრამის მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge.  საერთაშორისო პარტნიორია Sales & Marketing Executives International, Inc. [SMEI], მსოფლიო ლიდერი მარკეტინგში პროფესიული სერტიფიცირების საკითხში.

დრიფტი ,პარკური და ადრენალინის მოზღვავება – “Bridgestone Black Sea Cup 2013 –ის რეკლამა

პეპსის Like მანქანა