in

18 საინტერესო ფაქტი ნაყინზე, რომელიც არ იცოდი

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ნაყინით პირის ჩატკბარუნებას მხოლოდ ზაფხულში კი არა, ზამთარშიც შევძლებდით. თუმცა, დღეს, ნაყინი უკვე ყველა სეზონის დესერტია და ამაში ყოველდღიურად დანახული „თოლიას“ სანაყინეებიც გვარწმუნებს. და მაინც, რა არის ის, რაც „გაყინული კრემის“ შესახებ არ ვიცით?..

ინფორმაციის გაცნობამდე, რეკომენდებულია „თოლიას“ ნაყინის მომარაგება

  1. ჩვენამდე მოღწეულ ისტორიას თუ დავუჯერებთ, პირველი ნაყინი ჯერ კიდევ 3 000 წლის წინ, ჩინეთის ოჯახურ სუფრაზე გამოჩნდა. ის ყინულის, თოვლის, ბროწეულის, ფორთოხლისა და ლიმონის კომბინაციით მზადდებოდა
  2. პირველი „თოლია“, საქართველოში, 1997 წელს დამზადდა და მას შემდეგ ბაზრის უპირობო ლიდერია
  3. ამ 24 წლის განმავლობაში, „თოლიას“ ასორტიმენტს 60 დასახელების ნაყინი შეემატა. წარმოსადგენად რთულია, მაგრამ საკმარისია, „თოლიას“ მაცივარში შეიხედოთ – არჩევანის გაკეთება აუცილებლად გაგიჭირდებათ
  4. „პლომბირი“, რომელიც ყველას ასე განსაკუთრებულად გვიყვარს, საფრანგეთის ქალაქ პლომბიერ-ლე-ბენში (Plombières-les-Bains) გამოიგონეს. აქედან გაჩნდა მისი სახელწოდებაც. სხვა ნაყინებისგან განსხვავებით, „პლომბირი“დაშაქრული რძისა და ნაღებისგან მზადდებოდა
  5. თურმე, ჰიპოკრატე გარშემომყოფებს ურჩევდა, რომ ავადმყოფობისას ნაყინი ხშირად ეჭამათ. თუ მაინცდამაინც ყელის ტკივილს არ ებრძვით, ეს მეთოდი დღესაც ამართლებს
  6. ამბობენ, რომ ნაყინი ევროპაში პირველად მარკო პოლომ შეიტანა. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ეს დესერტი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა
  7. მეორე მსოფლიო ომის დასრულება ამერიკელმა ჯარისკაცებმა ნაყინებით აღნიშნეს!
  8. შეიძლება არც იცოდეთ, რომ „კამპარაც“ „თოლიას“ ნაყინია, რომელიც საქართველოში, 2005 წელს გამოჩნდა და პრემიუმ ხარისხის ტკბილეულში უკონკურენტო ადგილი დაიკავა
  9. სტატისტიკის თანახმად, ნაყინის ჩემპიონები ამერიკელები არიან, სადაც ერთი ადამიანი წელიწადში, საშუალოდ, ნაყინის 48 „საოჯახო ყუთს“ მიირთმევს. ჩემპიონებს შორის არიან ახალი ზელანდია, ავსტრალია, ფინეთი და შვედეთი
  10. „თოლიას“ ბურთულების დაგემოვნება, თბილისის მასშტაბით, 14 სანაყინეშია შესაძლებელი. პირველი მათგანი 16 წლის წინ გაიხსნა. მას შემდეგ, ბათუმს – 5, ქუთაისს კი 3 სანაყინე შეემატა
  11. გარდა ნაყინისა, „თოლიას“ სანაყინეებში მილქშეიკისა და ცივი ყავის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. სამომავლოდ, ცხელი ყავა და გემრიელი ნამცხვრებიც დაგხვდებათ, რისი ასორტიმენტიც ნელ-ნელა გაიზრდება
  12. ყველაზე დიდი, 3-მეტრიანი ნაყინი 1985 წელს, კალიფორნიაში დამზადდა
  13. ნაყინის ყველაზე უცნაური არომატი კი არიზონის შტატში „შეაკოწიწეს“. მას, არც მეტი და არც ნაკლები, ჰოთ-დოგის გემო ჰქონდა
  14. იმ მცენარეების 80%, რომლისგანაც ყველაზე პოპულარულ – ვანილის ნაყინს ამზადებენ, მადაგასკარსა და ინდონეზიაში ხარობს
  15. „თოლიას“ თავიდან მხოლოდ 8 სახეობის პროდუქტი ჰქონდა. დღეს, მისი სანაყინეების მაცივარში 26 განსხვავებულ ნაყინს იპოვით
  16. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ყველაზე ბევრი ნაყინი კვირა დღეს იყიდება
  17. იმისათვის, რომ „თოლიას“ ერთი ბურთულა შეჭამოთ, ნაყინი, დაახლოებით, 50-ჯერ უნდა ალოკოთ. არ დაგითვლიათ? მაშინ, დროა, სცადოთ!
  18. და ბოლოს: ნაყინის შესახებ ინფორმაციის გაცნობა იწვევს მისი დაგემოვნების დაუოკებელ სურვილს. ამიტომ, ახლა ზუსტად ის დროა, როცა „თოლია“ უნდა მიირთვათ. გარდა იმისა, რომ ყოველთვის გემრიელია, „თოლიას“ ნაყინს აქვს კიდევ ერთი ჯადოსნური სუპერძალა – აგავსოთ ენდორფინებით, დადებითი განწყობით, ყოვლისშემძლე ენერგიითა და შეგრძნებით, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა წამიერად ჩვენში შემორჩენილი ბავშვის გაღვიძებას ვახერხებთ

 

[R]

როგორია კარგი “ბრეინშტორმინგი”?

ნახეთ: Pack-Man-ის დიზაინის მქონე საათი