in

თქვენს ოფისში ხმაურობენ? 18 მარტივი გზა პროდუქტიულობისა და კონცენტრირებულობის გასაუმჯობესებლად

Casual business team shouting at a colleague

სულაც არაა გასაკვირი, რომ სამუშაო სივრცეები, რომლებიც სავსეა სოციალური აქტივობებით, კომუნიკაციის მრავალფეროვანი ფორმებითა და დაკავებული ადამიანებით, შესაძლოა, რეგრესული პროდუქტიულობისკენ იყვნენ მიდრეკილი. ყოველდღიურად, ადამიანები იღებენ უამრავ ინფორმაციას, ემოციური თუ სხვა სახის სტიმულს და ითხოვენ შესაბამის ყურადღებას. ფაქტია, რომ ბევრი კომპანია, დღეისათვის, თავს არიდებს ღია ოფისებს, ნაკლები ხმაურის უზრუნველსაყოფად და კონცენტრირებისთვის ხელისშემწყობი სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით.

ყურადღების გაფანტვის ალბათობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, თქვენი ყურადღების ობიექტზე, იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა თქვენთვის ესა თუ ის საქმე. როდესაც თქვენ საკმარისად ხართ დაინტერესებული იმით, რასაც აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ უგულვებელყოთ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. მაგალითად, კალათბურთის მოთამაშეს შეუძლია თავის გონებაში გააჩუმოს ათასობით მოხმაურე გულშემატკივარი და კონცენტრირდეს კალათში ბურთის ჩაგდებაზე. ასე რომ, როცა თქვენ უკიდურესად დაინტერესებული ხართ იმით, რასაც აკეთებთ, თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ნეგატიურ გარემოებებს. თქვენი მზარდი კონცენტრაციის შესაძლებლობა სათავეს იღებს თქვენი ინტერესის დონიდან.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა ფანტავს თქვენს კონცენტრაციას. მაგალითისთვის, ადამიანთა ნაწილს შეუძლია მუშაობისას, არ მიაქციოს ყურადღება ხმაურს, თუმცა, არ შეუძლია თავი აარიდოს გამოსახულებას ტელევიზორის ეკრანზე. მისი მხედველობითი ყურადღება ბევრად მგრძნობიარეა, ვიდრე სმენითი. სხვა ადამიანებს აქვთ ძალიან ბევრი ეკრანი სამუშაო ადგილზე და ეს მათ ხელს არ უშლის მუშაობაში. თუმცა, მათ შორიახლოს მოსაუბრე ადამიანმა, შესაძლოა, ასეთი ადამიანი აიძულოს – გაიკეთოს ყურსასმენები.

მნიშვნელოვანია თანამშრომელთა გუნდი, რომელსაც აქვს, ან არ აქვს გააზრებული თითოეული, გვერდით მომუშავე ადამიანის კონცენტრირებულობის აუცილებლობა. თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ მათ ეს საჭიროება, განსაზღვროთ წესები და მოაწესრიგოთ სამუშაო პროცესი, როგორც ერთმანეთის ფსიქიკური შესაძლებლობებისთვის ხელის არ შემშლელი ფაქტორი. თუ თქვენ მუშაობთ გარემოში, რომელიც მდიდარია ყურადღების გაფანტვის საშუალებებით, გთავაზობთ 18 მიდგომას, რომელთა გათვალისწინებითაც, შეძლებთ კონცენტრირდეთ თქვენს სამუშაოზე:

  1. გამოიყენეთ ყურსასმენები, თუმცა, არ მოუსმინოთ მუსიკას. ყურსასმენები ამცირებს ხმაურს. დიდი ყურსასმენები უმჯობესია;
  2. დაკიდეთ თქვენს კარზე ან დაფაზე წარწერა „დაკავებული ვარ” , „ვცდილობ კონცენტრაციას” ან „არ შემაწყვეტინოთ”, ასე გაიგებენ გარშემომყოფები, რომ ახლა არ არის თქვენი შეწუხების დრო;
  3. დაკიდეთ თქვენს კარზე ან დაფასთან თქვენი განრიგის ამსახველი ცხრილი, რომ იცოდნენ გარშემომყოფებმა როდის შეუძლიათ თქვენთან შეხვედრის/საუბრის დაგეგმვა;
  4. ოფისის ყველა წევრთან შეთანხმებით, დათქვით ოფისის „კონცენტრაციის დრო”, განსაზღვრეთ რამდენიმე საათი. ამ დროის განმავლობაში აკრძალეთ ხმამაღალი კომუნიკაცია;
  5. გამოიყენეთ თეთრი ხმაურის სისტემა – ჩართეთ ფონური მუსიკა, სიტყვების გარეშე, რომ უგულვებელყოთ სხვების საუბრების ან კლავიატურის ხმა;
  6. გამორთეთ ყველა შეტყობინების ხმა ტელეფონსა თუ ბრაუზერში, სამუშაო დღის განმავლობაში. გამოიყენეთ ავტომოპასუხეები. ასე არ დაგრჩებათ ადამიანები უყურადღებოდ და ამცნობთ, რომ როგორც კი მოიცლით უპასუხებთ;
  7. გაქვთ თავისუფალი საათი? ეცადეთ, მიხვიდეთ სამსახურში დანარჩენებზე ადრე, რათა გამოიყენოთ ყველაზე ჩუმი პერიოდი თქვენი პროდუქტიული მუშაობისთვის;
  8. გამოიყენეთ პომოდოროს მეთოდი – ანუ მოიწყვეთ მცირეხნიანი შესვენებები სამუშაო პროცესისას, მუშაობის სწორი რიტმის შესაქმნელად და თქვენი კონცენტრირების მენტალური შესაძლებლობის განსავითარებლად;
  9. მსუბუქად ივარჯიშეთ ან იარეთ ფეხით მანამდე, სანამ მნიშვნელოვან სამუშოს შეუდგებოდეთ. ფიზიკური აქტივობა აბალანსებს ენერგიას და ზრდის ფოკუსირების შანსს;
  10. სცადეთ გამოიყენოთ ღრმად ჩასუნთქვისა და მედიტაციის ტექნიკები, თქვენი გონების სიმშვიდის უზრუნველსაყოფად კონცენტრაციამდე;
  11. თუ თქვენი გონება სავსეა იდეებით ან თემებით, რომლებიც უნდა დაიმახსოვროთ, გადაიტანეთ აზრები ქაღალდზე, გაათავისუფლეთ სააზროვნო სივრცე, რომ ფოკუსირდეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ხელთ გაქვთ;
  12. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დიდი და განსხვავებული დავალება პატარა და მარტივია;
  13. იპოვნეთ პარტნიორი და დაისახეთ პროდუქტიულობის დავალება. დააკვირდით, რომელს შეუძლია მეტი სამუშაოს შესრულება ერთი საათის განმავლობაში;
  14. შესვენებაზე წადით სამუშაო ადგილისგან მოშორებით, ისეთ სივრცეში, სადაც ვერავინ გიპოვნით, შეგაწუხებთ და ვერავინ გიქცევთ დასვენებისთვის განკუთვნილ საათს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა თუ სამსახურებრივი პრობლემების განხილვად;
  15. იძინეთ მეტი იმისათვის, რომ გქონდეთ ფსიქიკური შესაძლებლობა კონცენტირებისთვის. დარჩით ფხიზელი და ფოკუსირდით სამუშაოზე;
  16. ყოველ ჯერზე ახლიდან განსაზღვრეთ და შეახსენეთ თავს თქვენი მიზნები და ამოცანები იმისათვის, რომ იყოთ მეტად გარკვეული და მოტივირებული ყოველდღიურად შესასრულებელი საქმის მიმართ;
  17. განუსაზღვრეთ თქვენს თავს მცირე მიზნები და ჯილდოები. დღის განმავლობაში, გამოიწვიეთ თქვენი თავი. დააკვირდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ დროთა განმავლობაში;
  18. მიირთვით საკვები, რომელიც შეგიწყობთ ხელს, იგრძნოთ თავი კომფორტულად, მოგცემთ ენერგიას და დაგტოვებთ პროდუქტიულს დიდი ხნის განმავლობაში.

ჩვენ არ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ყველა შემაწუხებელ და ხელისშემშლელ ფაქტორს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ მათი ზემოქმედება ჩვენს პროდუქტიულობასა და კონცენტრირებულობაზე.



როცა შენი გუნდის წევრი გტოვებს, უკვე ძალიან გვიანია! – 3 კითხვა, რომელსაც ხშირად სვამს კარგი მენეჯერი

#პირველინამუშევარი – პროდუქტ დიზაინერი ერეკლე ინაშვილი