in

18 იანვარს დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდება — როგორ ვადევნოთ თვალი?

1994 PC1 დედამიწას 30 წელიწადში ერთხელ უახლოვდება

ბოლო დღეების განმავლობაში მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს, რომ 18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი 76 192 კმ/სთ სიჩქარით მოუახლოვდება. მართალია, თავდაპირველმა ინფორმაციამ ერთგვარი შიში გამოიწვია, მაგრამ ასტეროიდი საფრთხეს არ წარმოადგენს — ჩვენს პლანეტასა და მას შორის მანძილი 1.93 მილიონი კილომეტრი იქნება. მართალია, ეს საკმაოდ დიდ მანძილად გვეჩვენება, თუმცა, ასტრონომიული თვალსაზრისით, დაკვირვებას საჭიროებს.

M2
M2

ხოლო თუ ასეთ შორ მანძილზეც გსურთ ასტეროიდის დაკვირვება, მისი გადაადგილებისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია — პლატფორმაზე Eyes On Asteroids. ვებგვერდზე ასტეროიდი 1994 PC1 სახელით, ან 7482-ით უნდა მოძებნოთ. ეს ბმული კი კონკრეტულად ამ ასტეროიდის ადგილმდებარეობასა და მახასიათებლებს გიჩვენებთ.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ასტეროიდი ჯერ კიდევ 1994 წელს ავსტრალიელმა ასტრონომმა, რობერტ მაკნოტმა აღმოაჩინა, საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან. გამოთვლების შედეგად კი დადგინდა, რომ ეს კოსმოსური სხეული დაახლოებით 30 წელში ერთხელ გვიახლოვდება.

„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება – „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის

Soove — სახის მონიტორნინგისთვის შექმნილი სანდო მოწყობილობა