18 ნივთი, რომელთა დიზაინს გაუმჯობესება არ სჭირდება!
All-Star 100 წლის წინ შეიქმნა. ესაა უიშვიათესი შემთხვევა, როცა ტრენდი და დიზაინი არ შეცვლილა ასწლეულის მანძილზე.
როგორც Business Insider-მა, პროდუქტის ცნობილ დიზაინერებთან, პიტერ როლსთან და დენ ფორმოსასთან კონსულტაციით გამოარკვია, მიუხედავად ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებისა, არსებობს ნივთები, რომელთა ზოგიერთის დიზაინსაც გაუმჯობესება ჯერჯერობით, ვერ მოუძებნეს. იცვლება ბრენდები, ფერები, მაგრამ არა კონცეფცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რუბრიკას UPDATE ჰქვია, გთავაზობთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნივთებს, რომელთა უმეტესობასაც განახლება (UPDATE) არ სჭირდება.
All-Star 100 წლის წინ შეიქმნა. ესაა უიშვიათესი შემთხვევა, როცა ტრენდი და დიზაინი არ შეცვლილა ასწლეულის მანძილზე.
სამჯერ მოკეცილი მავთული, რომელიც ფურცლების მთელ დასტას ამაგრებს.
თუნუქის ქილის ეს გასახსნელი 80-იან წლებში შეიქმნა.
ბურთულიანი კალამი – იაფი და გამოსადეგი.
Fiskars ამ სტაფილოსფერ მაკრატელს 1967 წლიდან აწარმოებს. ამ ხნის მანძილზე, გაუმჯობესდა მხოლოდ საჭრელი პირები.
მიუხედავად უამრავი ახალი პროდუქტისა, პარსვის ეს მიდგომა არ შეცვლილა ათწლეულებია.
ამ ტუჩის ბალზამის დიზაინი არ შეცვლილა ძალიან დიდი ხანია.
Maglite-ის ფანარი, დიზაინერის აზრით, არის შეუცვლელი სტანდარტი, პროდუქტის ამ კატეგორიაში.
როლსის აზრით, Eames-ის სავარძელი, ტყავისა და ხის კომბინაციით, ჯერაც იპყრობს ყურადღებას.
Jeep Wrangler – როცა off-road-ზე მიდიხარ, ან ჯიპს ირჩევ, ან ჰამერს, – ამბობს როლსი.
KitchenAid-ის მიქსერი 1919 წელს გამოვიდა და სიმძლავრითა და რეტრო დიზაინით დაიმკვიდრა თავი.
Colt M1911 – ყველა მომდევნო პისტოლეტი სწორედ კოლტის ამ მოდელით არის ინსპირირებული.
ფორმოსას ფავორიტი, ქლიბისმაგვარი მოწყობილობა, რომლითაც კერძზე ციტრუსის ან ყველის მოხეხვა და მოყრა შეიძლება.
OXO-ს ყველის სახეხი ორმაგი პირით. ფორმოსას აზრით, ეს დიზაინი ზოგავს დროსა და ენერგიას.
Swingline-ის სტეპლერს დიზაინერმა პიტერ როლსმა “სტეპლერების კადილაკი” უწოდა.