in

17 000 წლის წინანდელი მუსიკალური საკრავი კვლავ გაჟღერდა

ის სავარაუდოდ, ყოველდღიური და სულიერი ცხოვრებისთვის გამოიყენებოდა

დაახლოებით 17 000 წლის წინ, გამოქვაბულში, რომლის ადგილზეც დღეს საფრანგეთის სახელმწიფო მდებარეობს, ადამიანმა რაღაც ძვირფასი დატოვა. საუბარია ნიჟარაზე, რომელიც თავისი ფუნქციური დატვირთვით ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ნიჟარა. მისი ფორმის დამუშავებით თუ ვიმსჯელებთ, საუკუნეების წინ, გამოქვაბულში მცოხვრები ადამიანებისთვის ის მუსიკალურ საკრავს წარმოადგენდა.

აღნიშნული ფაქტის დასამტკიცებლად და სადემონსტრაციოდ,  საფრანგეთის რამდენიმე უნივერსიტეტისა და მუზეუმის მკვლევრებმა კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს. მოგვიანებით კი მოიწვიეს მუსიკოსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დადუმებულ საკრავს კვლავ გააჟღერებდა.

როგორც მუსიკოსი ამბობს, მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა საკრავის გამოყენება, რადგან ტუჩები უზიანდებოდა. ამიტომაც, იძულებული გახდა, მალევე შეეწყვიტა დაკვრა.

მუსიკალური საკრავის აღმოჩენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მრავალფეროვანი ხალხი ცხოვრობდა ზედა პალეოლითის ეპოქაში.

ჩვენ გვაქვს მუსიკა, გვაქვს ხელოვნება, გვაქვს ტექსტილი, გვაქვს კერამიკა…

რაც შეეხება ნიჟარის შიდა ნაწილს, მასზე აღმოჩენილი წითელი პიგმენტი გამოქვაბულში არსებული ბიზონის გამოსახულების საღებავს ეხმიანება. შესაძლოა, საკრავზეც სწორედ ბიზონის მცირე ზომის გამოსახულება იყო. ეს სიმბოლური დატვირთვის მატარებელია, რადგან, როგორც იცით, იმ დროისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ნადირობას, ცხოველის ხორცის გამოსაკვებად მოპოვებას. ასევე, საინტერესოა არქეოლოგ კაროლ ფრიცის მოსაზრება – “მე ვფიქრობ, რომ მუსიკა ძალიან სიმბოლური ხელოვნებაა ხალხისთვის. მას სავარაუდოდ, ორმაგი სიმბოლიკა ჰქონდა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სულიერი პრაქტიკისთვის. თუმცა ამ ხალხისთვის ყოველდღიური და სულიერი ცხოვრება ერთი და იგივე რამ იყო”. 

ინოვაციური სასწავლო პროგრამები და უწყვეტი განათლების შესაძლებლობა სტუდენტებს, BTU–სგან

ასტრონომებმა მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს