7
Nov
2018

18 წლის კალიგრაფის სიტყვები და გამოსახულებები

7 Nov 2018

ნიკა ღუნაშვილი 18 წლის კალიგრაფია რუსთავიდან. 8 წლის ასაკში გაჩენილ ინტერესს იგი დღემდე სერიოზულად უდგება და ქმნის შთამბეჭდავ ნამუშევრებს. იგი კალიგრაფიის ხელოვნებას მშობლიურ ქალაქში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “მთაწმინდელში” დაეუფლა. გარდა კალიგრაფიული ნიმუშებისა, ნიკა ასევე ქმნის კალიგრამებსაც, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობას.

 

„კალიგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… წერის დროს საოცარი გრძნობა მეუფლება ხოლმე. ამ დროს, ჩემ თვალწინ იშლება ქართული დამწერლობის კულტურა, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, მაგრამ მაინც ასეთი ლამაზი და მოხდენილი. რთულია ამის სიტყვებით აღწერა… მსოფლიოში არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც სამი დამწერლობა აქვს, თან სამივე ასეთი დახვეწილი და ლამაზი. სწორედ ამიტომ, ქართულ კალიგრაფიასა და დამწერლობას სათანადო მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. მე ვამაყობ, რომ ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც ასეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვს.”

განხილვა

1 Response

  1. 28/11/2019

    […] ნიკა ღუნაშვილი  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს. არის მეორე კურსის სტუდენტი. ამბობს, რომ კალიგრაფიით ბავშვობაში დაინტერესდა და პროფესიულ დონეზე შეისწავლა. […]