in

18 წლის კალიგრაფის სიტყვები და გამოსახულებები

ნიკა ღუნაშვილი 18 წლის კალიგრაფია რუსთავიდან. 8 წლის ასაკში გაჩენილ ინტერესს იგი დღემდე სერიოზულად უდგება და ქმნის შთამბეჭდავ ნამუშევრებს. იგი კალიგრაფიის ხელოვნებას მშობლიურ ქალაქში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “მთაწმინდელში” დაეუფლა. გარდა კალიგრაფიული ნიმუშებისა, ნიკა ასევე ქმნის კალიგრამებსაც, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობას.

BOG
BOG

 

„კალიგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… წერის დროს საოცარი გრძნობა მეუფლება ხოლმე. ამ დროს, ჩემ თვალწინ იშლება ქართული დამწერლობის კულტურა, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი, მაგრამ მაინც ასეთი ლამაზი და მოხდენილი. რთულია ამის სიტყვებით აღწერა… მსოფლიოში არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც სამი დამწერლობა აქვს, თან სამივე ასეთი დახვეწილი და ლამაზი. სწორედ ამიტომ, ქართულ კალიგრაფიასა და დამწერლობას სათანადო მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. მე ვამაყობ, რომ ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც ასეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობა აქვს.”

ილონ მასკის კოსმოსური მანქანა მარსს გასცდა

„ქუჩის მუსიკის დღე” თბილისში