in

რა უნდა ღვინოს ყავის ფესტივალზე? — 19 Crimes

ავსტრალიურმა ღვინის ჯგუფმა Treasury Wine Estates-მა 2018 წელს სრულიად ახალი თამაში წამოიწყო — ღვინის ბრენდი გამოუშვა, რომელიც ღვინის არამოყვარულთა კატეგორიაში დაიმკვიდრებდა ადგილს. თუმცა ეს მხოლოდ იდეა არ გეგონოთ, პირველ 18 თვეში 19 Crimes-ის გაყიდვები 4 მილიონი ბოთლიდან 18 მილიონამდე გაიზარდა. შემდეგ კი კუბოში დაძველებული ღვინოც შემოგვთავაზა, რაზეც უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით… 

ღვინის კატეგორია მოძველებულია და ვერ ახერხებს ახალგაზრდა მომხმარებლებთან დაკავშირებას, 19 Crimes კი იმისათვის შეიქმნა, რომ ცადოს და შეხვდეს ამ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც უბრალოდ არ იზიდავდა მანამდე არსებული კატეგორია და რაღაც განსხვავებულს ეძებდა, — აცხადებს მარკუს ინგლბი, 19 Crimes-ის მარკეტინგის მენეჯერი.

შესაბამისად, არც ტრადიციულ ღვინის მარკეტინგის მეთოდებს მიმართავენ, არც თავად ღვინოზე საუბრობენ ბევრს და არც ღვინის გამოფენებზე გვხვდებიან… თუმცა მათი არჩეული სტრატეგიიდან გამომდინარე, აღარც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი ლუდისა და ყავის ფესტივალებზე იკავებენ ადგილს — ჩვენ იმ ადგილზე ვჩნდებით, სადაც ღვინო არ უნდა იყოს, რადგან სწორედ აქ არიან ჩვენი მომხმარებლები და აქ ვხდებით ყველაზე გამორჩეული.

19 Crimes UFC-ს სპონსორიც კი გახდა აზიაში, როცა, როგორც წესი, ღვინის კომპანიები მსგავს აქტივობებს არ აფინანსებენ. თუმცა სწორედ აქ არის მათი აუდიტორია… 

თავდაპირველად ბრენდი პრიორიტეტს დისტრიბუციას ანიჭებდა და არა მარკეტინგს. თუმცა ახლა, რადგან ეს საქმე უკვე მოაგვარა, აქტივობები ცნობიერების ამაღლებისკენ ინაცვლებს. გაერთიანებულ სამეფოში ინფორმირებულობის დონე ჯერ კიდევ 28%-ს შეადგენს, თუმცა ინგლბის სწამს, რომ ზრდისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. ამ აზრით შეპყრობილი კი ბრენდს წესების მსხვრევის კონცეფციით წარმოგვიდგენს, რაც მარკეტინგზეც დადებითად აისახება, რადგან ამას უსასრულო კრეატიული შესაძლებლობები ახლავს თან. ამაში კამპანია Everyday Moments of Rebellion-იც დაგარწმუნებთ, როცა ეტიკეტზე დამნაშავეების ფოტოები განათავსეს…

აქ არც Halloween დავიწყებიათ — მანათობელი ბოთლებით, AR გამოცდილებითა და კუბოში დაძველებული ღვინითღვინის სამყარო ამბობს, რომ ჩვენ ღვინო კასრებსა და მარნებში უნდა დავაძველოთ, ჩვენ კი ვიფიქრეთ, რატომ არ ვაძველებთ ღვინოს კუბოში?!.

რაც შეეხება 19 Crimes-ის ახალ ბაზრებზე შესვლას, ბუნებრივია, აქ ისეთ ქვეყნებს ეძებენ, რომლებიც მზადაა მსგავს იდეებთან შესახვედრად, ღიაა აჯანყებისა და წესების რღვევისთვის. 

ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებთ, ერთი კითხვა არსებობს, რა წესებს ვარღვევთ და არის თუ არა ეს წესი ის, რომელზეც ვფიქრობთ, რომ უნდა დაირღვეს. ეს დამოკიდებულია შეფუთვაზე, კომენტარებსა და პიარ ხრიკებზე. მოდით, რეალურად გავიგოთ, რა წესებია და შემდეგ ვილაპარაკოთ, რამდენად საინტერესოდ შევძლებთ მის დარღვევას, — განმარტავს ინგლბი.

„ზემოქმედების ქვითრები“ — ტანსაცმლის ბრენდის კამპანია

NASA-მ კოსმოსის თემატიკაზე 3D ბილბორდი შექმნა