in

სულ უფრო არაორდინალური სპორტული ფეხსაცმელი – 19 წლის ამერიკელი დიზაინერის ნამუშევრები

ბოლო წლების განმავლობაში, სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიები სულ უფრო განსხვავებული და არაორდინალური დიზაინის პროდუქციას გვთავაზობენ. ეს იმ დიზაინერების დამსახურებაა, რომლებიც ქნიან ესკიზებს ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის, როგორიცაა Nike, თუ Adidas. განსხვავებული დიზაინის სპორტულ ფეხსაცმელზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ დემნა გვასალიას დიზაინს Balenciaga-სთვის. მომხმარებლის, შესაბამისად კი, გლობალური ბრენდების დაინტერესება სულ უფრო მზარდია მსგავსი პროდუქციის მიმართ. 19 წლის ამერიკელი ინდუსტრიული დიზაინერი, ტომი ოლესონი საკუთარ შემოქმედებით ყურადღებას სწორედ ამ მიმართულებას უთმობს. ის, ამ ეტაპზე, აშშ-ში, სპორტული ფეხსაცმლისა და სამოსის მწარმოებელ კომპანია Anta-ს სტაჟიორია და განაგრძობს განვითარებას სპორტული ფეხსაცმლის დიზაინის მიმართულებით. ახალგაზრდა დიზაინერი აღნიშნავს, რომ მუშაობისას მისი მთავარი მიზანი ამბის თხრობაა. თუ როგორ გვიყვება ამბებს ტომი ოლესონი ფეხსაცმლის დიზაინით, თვითონ შეგიძლიათ ნახოთ:

მომდევნო სამი წლის უმთავრესი ტექნოლოგიური ტრენდები

რობოტი, რომელმაც ყინულზე სრიალი თავისით ისწავლა – UPDATE