მართალია, დღეს ბორბლებიანი სახლის იდეა ძალიან მოდური გახდა, მაგრამ სიმართლე აუცილებლად უნდა ვთქვათ, ეს უბრალოდ თანამედროვე ტენდენცია არ არის — მსოფლიოში უძველესი საავტომობილო ქარავანი Bentall-ის ოჯახმა 1914 წელს შექმნა. ეს უნიკალური ავტოსახლი Ford Model T-ის შასზე პირველ მსოფლიო ომამდე ააგეს, 1970-იან წლებში კი აღადგინეს. თუმცა აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს და იგი Bonhams-ის ბოლო აუქციონზეც გამოჩნდა.
რა მოხდა აუქციონზე? 1914 წლის Ford Model T Motor Caravan 74 000 დოლარად გაიყიდა. მართალია, ჯერ არ ვიცით, ვინ არის მისი ახალი მფლობელი, მაგრამ, როცა იგი მანქანის კარს შეაღებს, სახლის ხის მყუდრო ინტერიერში აღმოჩნდება. საცხოვრებელ ოთახში საწოლია მოთავსებული, შეშის ღუმელი, შიდა სათავსოების მქონე ტყავის სკამი მძღოლისა და მგზავრებისთვის, რომელთა შემოტრიალება და შიდა სივრცეში გამოყენებაც შესაძლებელია. თუმცა აქ აბაზანასა და წყალს ვერ ნახავთ…
საინტერესოა ისიც, რომ ქარავნის კორპუსი Dunton of Reading-ის მიერ არის დაპროექტებული და აშენებული.