in

8 საუკეთესო შრიფტი 1930-იანი წლებიდან

უნდა ითქვას, რომ 1930-იან წლებში მსოფლიო მნიშვნელოვანი ცვლილებებს მომსწრე გახდა იმ გზებში, რომლითაც ადამიანები კომუნიკაციას დიზაინის საშუალებით ამყარებდნენ. ხელნაწერი სიტყვები განსაკუთრებული გახდა მთავრობებისთვის საზოგადოებასთან სასაუბროდ, რეკლამირების ზრდაც შეინიშნებოდა, მოდერნიზმისაც და ბაუჰაუსის გავლენაც იგრძნობოდა. ამგვარად, ტიპოგრაფიაში კონტრასტული სტილის ეპოქად მოგვევლინა, რა დროსაც დეკორატიული ფუნქციურის წინააღმდეგ იყო, თანამედროვე ტრადიციულის, ტექნოლოგიური ინოვაციები კი მხატვრული გამოხატვის… საინტერესოა, არა? ამიტომ, მოდით, ქვემოთ ერთად გავეცნოთ 1930-იანი წლების ტოპ შრიფტებს:

BOG
BOG

1. Times New Roman

თანამედროვე Serif შრიფტების მამად მოიხსენიებენ, მისი შექმნის ამბავი კი ასეთია:

„Times New Roman გამოწვევით დაიწყო, შრიფტების დიზაინერმა სტენლი მორისონმა The Times გააკრიტიკა, თანამედროვე ტიპოგრაფიული ტრენდებისგან შორს ხარო, The Times-მა კი პასუხად უთხრა, რაღაც უკეთესი თავად შემომთავაზეო… დიზაინერმა ამაში ვიქტორ ლარდენი დაიხმარა და ახალი შრიფტის კონცეფციაზე მუშაობა ორი დეტალის გათვალისწინებით დაიწყო, შრიფტის მაქსიმალური ზომა უნდა გამოეყენებინა და იგი მარტივად წაკითხვადი უნდა ყოფილიყო…“.

The Times-მა შრიფტი 1932 წლის 3 ოქტომბერს წარადგინა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჟურნალმა თავისივე შრიფტი შესთავაზა მკითხველს. მას 40 წლის მანძილზე იყენებდნენ და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამოყენებულ შრიფტებს შორის გვხვდება. 

2. Peignot

1937 წელს A M Cassandre-მ შექმნა და მასში კულტურული გავლენაც იგრძნობა. თუ დიზაინერ მერი ბულანგერს დავეყრდნობით, Peignot ევროპული ზეგავლენის ქვეშაა. ბაუჰაუსისა და არტ-დეკოს შტრიხებიც აქვს. მართალია, ბევრი პატარა სივრცეებისთვის ნაკლებად პრაქტიკულ შრიფტად თვლიდა, მაგრამ იმ დროში მაინც ერთ-ერთ გამორჩეულ შრიფტს წარმოადგენდა. 

3. Memphis

გერმანული შრიფტია, რომელიც სადღაც 1929-1930 წლებში რუდოლფ ვულფმა შექმნა:

„Memphis-მა წამოიწყო გეომეტრიული slab serif შრიფტების ეპოქა, რომელმაც შუასაუკუნეების თანამედროვე ესთეტიკა განსაზღვრა. ეს ჟანრი მართკუთხა ფორმებითა და სქელი ასოებით ხასიათდება. პოპულარული კი 1800-იან წლებში გახდა… მომრგვალებული ასოები, მაგალითისთვის A, აძლიერებს შრიფტის კავშირს გვიანდელ არტ-დეკოს ეპოქასთან“.

4. Albertus

1932 წელს ბერთჰოლდ ვულპმა შექმნა, სახელი კი მეცამეტე საუკუნის გერმანელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის ალბერტ მაგნუსის პატივსაცემად დაერქვა…

„Albertus ფორმალობისა და ხელმისაწვდომობის ბალანსს გვთავაზობს, serif-ს და sans-serif-ს შორის გვევლინება. მასში არის რაღაც საოცრად ექსცენტრული, ხისტი სტრუქტურა პატარ-პატარა სიურპრიზებით, რაც გამორჩეულს ხდის. ხელნაკეთი ხიბლი აქვს, ეს კი უკვე სითბოს მომგვრელია“, — ამბობს ასტრიდ სტრავო, Astrid Stavro Studio-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

5. Euclid

სურათზე ასახული შრიფტი 1939 წელს ალვინ ლასტიგის მიერ შეიქმნა. თავდაპირველად ასოების ნაკრები იყო, რომელიც ლითონის მსგავსი გეომეტრიული ნაწილებისგან შეიქმნა, თუმცა იმ დროს არ გამოუშვიათ. ხოლო, უკვე 2015-2016 წლებში HWT Lustig Elements-ად მოგვევლინა…

6. Stencil

ამ სახელით ორი შრიფტი შეიქმნა და ორივე ერთ თვეში, 1937 წელს, გამოუშვეს. დიზაინერები გერი პაუელი გახლდათ, რომელიც მაშინ American Type Founders-ისთვის მუშაობდა, და ჰანტერ მიდლტონი Ludlow Typograph Company-იდან. მოკლედ რომ გითხრათ, ეპოქაში, რომელიც ბევრი ევროპული შრიფტის შექმნითაა ცნობილი, დიზაინერებმა გადაწყვიტეს, ამერიკული შრიფტი შეექმნათ, ძლიერი კავშირებით ინდუსტრიასა და ჯართან.

7. Perpetua

ერიკ გილმა Monotype-ისთვის 1928-1932 წლებში შექმნა. ამ პერიოდში ფიქრობდნენ, რომ თანამედროვე დიზაინის ეპოქა იწყებოდა, რომლის ერთ-ერთ მაგალითად Perpetua-საც მოიაზრებენ.

8. Rockwell

დაბოლოს, Rockwell კლასიკური slab serif შრიფტია, რომელიც 1934 წლიდან მუდმივად გვხვდება სათაურებსა და რეკლამებში. მიზეზი განსხვავებული დიზაინია, რომელიც თავდაპირველად 1910 წელს Litho Antique-ის შრიფტს დააშენეს.

რა იცის DeepSeek-მა თქვენს შესახებ – და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

როგორ დავგეგმოთ გასაუბრების სტრუქტურა