in

რას ატარებდნენ 1950-იანი წლების თინეიჯერები ჩანთით? — ნოსტალგიური აღმოჩენა

ზოგისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორი იყო მოზარდების ყოველდღიური ცხოვრება მობილური ტელეფონებისა და სოციალური მედიის გამოჩენამდე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გარკვეული მსგავსება გვქონდეს წარსულთან, ბევრი განსხვავება არსებობს — ზოგჯერ კი მათი აღმოჩენა დროში მოგზაურობას ჰგავს. საბედნიეროდ, ძველი ნივთების აღმოჩენა იდეალურად გვეხმარება ამაში…

ბოლო ასეთი აღმოჩენა 1959 წლის ჩანთას უკავშირდება. ძველი არტეფაქტი League City School-ის ტერიტორიაზე იპოვეს, როდესაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ააშენეს. პატარა ჩანთაში ბევრი პირადი ნივთი იყო, რომელიც მფლობელის ცხოვრების ნაწილს ამჟღავნებდა — მათ შორის, დღიური, სავარცხელი, მინი კალენდარი თავისი შენიშვნებით.

ასევე, ჩანთაში იდო იმალებოდა ყვავილების ცხვირსახოცი, ფანქრები და პატარა ფოტოების კოლექცია, სადაც ნაჩვენებია მოზარდის ოჯახი და, შესაძლოა, მისი ზოგიერთი „ქრაში“. საგულისხმოა, რომ ისტორიკოსებმა ამ პიროვნების ვინაობაც კი დაადგინეს, თუმცა ის 2016 წელს გარდაცვლილა და ნივთები მის ქალიშვილს გადასცეს.

გრანდ ელექტრონიქსი ახლა უკვე რუსთავი მოლში

რატომ არ ვპოსტავთ პირად ამბებს LinkedIn-ზე