in

როგორ დაეხმარება ლიდერებს 1970-იანი წლების პანკ-როკ აზროვნება?

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება 1970-იანი წლებისთვის დამახასიათებელი პანკ-როკის აზროვნება აქტუალური იყოს თანამედროვე ლიდერებისთვის. ამისთვის არ არის საჭირო დახეული მაისურის ჩაცმა ან თმის მწვანედ შეღებვა. გაგაცნობთ პანკ-როკის სამყაროსადმი დამოკიდებულების რამდენიმე მაგალითს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ბიზნესისა და სამუშაო გარემოს უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ხმა აიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ

1970-იანი წლების პანკები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმდროინდელი პოლიტიკით. მათი მუსიკა, მოდა და მოქმედებები სტატუს კვოს უარყოფა. 2023 წლის Edelman Trust Barometer-ის მიხედვით, გამოკითხულთა 80 პროცენტს სურს, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა წარმართონ საზოგადოებრივი ქმედებები. მათ სურთ ბიზნესის მეტი ჩართულობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური უთანასწორობა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

გუნდის წევრებს უნდათ, რომ მათმა ლიდერებმა შეწყვიტონ თანამედროვეობის ტრადიციული მიღება და მოახდინონ ცვლილება. თქვენ გაქვთ არჩევანი — ითამაშო წესებით და შეინარჩუნო დაბალი პროფილი, ან გაუმკლავდე გარშემო გაბატონებულ უსამართლობას და ისაუბრო ხალხის საჭიროებების შესახებ. ილაპარაკო იმ ადამიანების მაგივრადაც, რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ. 

უარი თქვით იერარქიულ დაყოფაზე

პანკ-როკის აზროვნება ჩამოყალიბდა იმ დროს, როდესაც ჩვენი საზოგადოება პატივს სცემდა იერარქიას. სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებს განსხვავებულად ეცვათ, განსხვავებულად ლაპარაკობდნენ და გართობის განსხვავებული მეთოდები ჰქონდათ. იერარქიასთან ერთად პრივილეგიები მოდის. მაღალ საფეხურზე მყოფები მეტ სარგებელს იღებენ. პანკებმა უარყვეს ეს ავტომატური პატივისცემა და დაარღვიეს საზოგადოებაში მიღებული მოქცევის წესები.

იერარქია ანელებს ჩვენს ორგანიზაციებს და მოუწოდებს ადამიანებს ითამაშონ, ეძიონ სიახლოვე მენეჯერებთან და მუდმივად იზრუნონ რეპუტაციაზე. ამის გამო, ზოგჯერ საქმესთან დაკავშირებულ საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენენ. ლიდერებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თუ როგორ აფერხებს ადამიანებს იერარქიული აზროვნება და მაქსიმალურად მოიშორონ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი. 

დააფასეთ ინდივიდუალობა

პანკებს უყვარდათ თავის სრულფასოვნად გამოხატვა. ეცვათ ხელნაკეთი ან გადამუშავებული ტანსაცმელი. სურდათ გამორჩეულიყვნენ იმ დროინდელი ჩვეულებრივი მოდისგან. ისინი ჯგუფურად აკეთებდნენ საქმეებს, ქმნიდნენ ჟურნალებს, რათა გაეერთიანებინათ და გაეღრმავებინათ აზროვნება პანკ-როკის კულტურაზე. დადიოდნენ კონცერტებზე, სადაც ხვდებოდნენ ათასობით თანამოაზრეს.

ეს გვაძლევს ღირებულ პერსპექტივას მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის თვალსაზრისით. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ აფასებენ როგორც პიროვნებასა და ინდივიდს, სამსახურს ბევრად პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ლიდერებსაც მართებთ თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალურობის დაფასება. მათ უნდა მივცეთ საშუალება თავი ისე გამოხატონ, როგორც თავად სურთ. 

მოგებაზე მაღლა მიზანი დააყენეთ

1970-იანი წლების პანკებმა უარყვეს კაპიტალიზმი. ეს არ ნიშნავს, რომ არც ერთ მათგანს ბიზნესი არ ჰქონდა, მაგრამ ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ ჩვეულებრივი კაპიტალიზმის ღირებულებებს, ისევე, როგორც დღევანდელი მომხმარებლები. 2020 წლის Edelman Trust Barometer-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით კაპიტალიზმი, მისი ამჟამინდელი ფორმით, უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სიკეთის. დღეს ახალგაზრდები ზრუნავენ იმაზე, რომ კომპანია, რომლისგანაც ნივთებს ყიდულობენ, ეთიკური იყოს. 

ამიტომ, თუ ბიზნესებს შეუძლიათ თავიანთი ხედვის ცენტრში დააყენონ მიზანი, იყვნენ სიკეთის ძალა მსოფლიოში ან პოზიტიური წვლილის შეტანის გზები მაინც იპოვონ, ისინი უფრო შეინარჩუნებენ საუკეთესო თანამშრომლებსა და ერთგულ მომხმარებლებსაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგებას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მოგება უმაღლესი მიზნის ერთგულების ფონზე, არის წარმატებული ბიზნესის მომავალი.

Galaxy AI კომუნიკაციისთვის ახალ ფუნქციებს გვთავაზობს

„აგრომეურნეობის გამოწვევები მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით დაიძლევა“ – ფრანკ თილე, Bayer-ის რეგიონული მენეჯერი