in

1981 წლის ჩანაწერი — როგორ ხდება სტივ ჯობსი ის, ვინც დღეს არის

„ტელევიზიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის ყოველთვის დაბალი საერთო მნიშვნელისკენ ისწრაფვის“ — ეს სიტყვები ამონარიდია 1981 წლის ინტერვიუდან, როდესაც სტივ ჯობსი ბობ ბრაუნმა ეთერში მიიწვია. Apple-ის 25 წლის თანადამფუძნებელი ბრაუნის პროფესიაზე ბრაზობდა და ამას ღიად გამოხატავდა მის წინაშე. მართალია, ჩანაწერის გამოქვეყნება არასდროს ყოფილა დაგეგმილი… თუმცა ABC-იმ ვიდეო დაამუშავა და გააციფრულა.

იმ დროისათვის „ეფლი“ 5 წელზე ნაკლებ დროს ითვლიდა, სტივ ჯობსი კი ჯერ კიდევ არ იყო დიდი და ცნობილი ადამიანი… მიუხედავად ამისა, კომპანიისა და მისი სანდოობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 1980 წლის 12 დეკემბრის — ანუ, მას შემდეგ, რაც Apple-ის IPO გამოვიდა.

სტივ ჯობსის  ყველაზე ძველი იუთუბ ვიდეო 1978 წლის ჩანაწერია, როდესაც KGO-ს სტუდიას ეწვია — როგორც თავად აღნიშნავს, აღფრთოვანებულია იმ იდეით, რომ, შესაძლოა, ტელევიზიაში გამოჩნდეს… წარმოგიდგენიათ, ამ ამბით აღტაცებული სტივი? ადამიანი, რომელიც დღეს ყველასათვის სასურველი რესპონდენტია, ერთ დროს ტელევიზიაში გამოჩენაზე ოცნებობდა.

ქვემოთ მოცემული ვიდეო კი „ამ პიროვნების“ სტივ ჯობსად ჩამოყალიბების პროცესს გვიჩვენებს. მას აღარ აკვირვებს ინტერვიუები და გაცილებით თავდაჯერებულია, ვიდრე 3 წლით ადრე. ჯობსი დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და ნაცვლად აღტაცებისა, ტელევიზიის მიმართ კრიტიკულ კომენტარსაც კი აკეთებს. ინტერვიუ Apple-ის იმდროინდელ შტაბ-ბინაში, Bandley Drive-ზე მიმდინარეობს. მაგიდაზე Apple II კომპიუტერს და ჯობსის შეყვარებულის, ბარბარა ჯასინსკის ფოტოს ვხედავთ. კომპანიის ლოგოს ფერადოვანი ვერსია და კედელზე კიდია.

იმ დროს, როდესაც მომხმარებელთა უმეტესობას ჯერ არ ჰქონდა გამოცდილი პერსონალური კომპიუტერი, ჯობსმა იცოდა, როგორ აღეწერა კომპიუტერის მნიშვნელობა. იგი კომპიუტერებს „გონების ველოსიპედს“ უწოდებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ამ მოწყობილობის მაცდურ ხასიათზე საუბრობდა, როგორც ბიზნესსა და განათლებაში საუკეთესო პრაქტიკულ საშუალებაზე.

1981 წლის ინტერვიუს ერთგვარი წინასწარმეტყველური განცხადებებიც გამოარჩევს — სტივი პერსონალური კომპიუტერების მასობრივად გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობდა. მთლიანობაში, მან კომპანიის განვითარების მომდევნო ათწლეული თითქმის სრული სიზუსტით აღწერა. ჩანაწერის დასასრულს კი ჯობსი ამბობს: „დიდი ხანია, შვებულება არ მიმიღია. ასე ვზომავ, ვარ თუ არა წარმატებული… თუ არ შემიძლია 3 თვით სხვაგან გაფრენა, ესე იგი ჯერ არ ვარ წარმატებული“. 

AI შეყვარებულის გაჩენით, მამაკაცმა ქორწინება გადაარჩინა

ათასობით ადამიანი Minecraft-ში ნიუ-იორკს ააშენებს