in

ჯორჯ ორუელის „1984“ ახალი ილუსტრაციებით გამოდის

თუ ჯორჯ ორუელი 1984-ში დისტოპიურ მომავალზე წერდა, დღეს ეს დისტოპია რეალობაა… ამიტომ, Folio Society-მ გადაწყვიტა, 1984-ის შეზღუდული გამოშვება ახალი ილუსტრაციებით გამოეცა, რომელიც სათქმელს დღევანდელ მკითხველს ცოტათი თანამედროვე ელფერით მიაწვდიდა. 

BOG
BOG

თუმცა აქამდე დიზაინის სტუდია La Boca-სთან გაერთიანდნენ, რათა ილუსტრაციები შეექმნა, ფონტიც და წიგნის სხვა მახასიათებლებიც. შედეგად, გამოსახულებები ერთდროულად ვინტაჟურ პროპაგანდასა და ფილმის პოსტერებს აერთიანებს, თუმცა ამასთან, თავდაპირველ ამოცანას ასრულებს და გამორჩეულ თანამედროვე შეგრძნებას ბადებს. მკითხველს აფიქრებინებს, რომ დისტოპიური საკითხები, რომლებსაც ორუელი თავის წიგნში ხატავს, ისტორიის განმეორებადი ფურცლებია. 

1984 ხომ ცალკე შედევრია, რაზეც, ალბათ, უკვე საკმაოდ ბევრი რამ იცით, ამიტომ ცოტას Folio Society-ზე მოგიყვებით — 1947 წელს დაარსდა, ორუელის წიგნი კი 1949 წელს გამოიცა, მაშინ, როცა საკმაოდ ცუდი დრო იდგა ევროპაში, მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო და ხალხი კვლავ ტრავმირებული იმით, რაც ნახეს… მიუხედავად ამისა, Society-ის დამფუძნებელ ჩარლზ ედეს სწამდა, რომ კარგ ლიტერატურას სიტუაციის შერბილება შეეძლო. ამიტომ, გადაწყვიტა, სურვილი რეალობად ექცია და ადამიანებისთვის საყვარელი წიგნების ილუსტრირებული გამოცემები შეექმნა, რომელთაც ისინი მრავალჯერ მიუბრუნდებოდნენ.

საინტერესოა, რომ ეს La Boca-სა და Folio Society პირველი თანამშრომლობა არ არის, მაგრამ ის ნამდვილადაა, რასაც La Boca-ს დამფუძნებელი სკოტ ბენდალი საოცნებო პროექტს უწოდებს — ფოლიომ მკითხა, რომელიმე ავტორზე მინდოდა თუ არა მუშაობა და მე ვუპასუხე ჯორჯ ორუელი, იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ოდესმე მომეცემოდა საშუალება, მის ერთ-ერთ წიგნზე რეალურად მემუშავა.

ბენდალისთვის 1984 პერსონალურად მნიშვნელოვანია, წარმოიდგინეთ, ლონდონში ყოველდღე თავისი სტუდიისკენ მიმავალ გზაზე ორუელის სახლთან უწევდა ჩავლა… როგორც ამბობს, მისთვის 1984-ში რაღაც დამაინტრიგებელია, რაღაც ისეთი, რაც მიანიშნებს დროის სვლაზე ამ სამყაროში. წიგნის ილუსტრაციებით კი ბენდალს სურდა, ეთამაშა იდეით, რომელშიც წარსული აწმყოსა და მომავალს ერწყმის. შთაგონება მეორე მსოფლიო ომის პროპაგანდისტული პოსტერები იყო, რომლებიც ორუელსაც ნანახი უნდა ჰქონოდა. აი, ბენდალმა კი წიგნში უფროსი ძმის როლი მოირგო.

ილუსტრაციების გარდა, La Boca მკითხველს სტიკერების ფურცელს სთავაზობს, რომლებიც ყდის უკან არის დამალული. ასე კი პროპაგანდის მიბაძვა სურდათ. ღია ფერებში შექმნილი სტიკერებია, რომლებიც შემდგომ მესიჯებს მოიცავს — ignorance is strength, slavery is freedom… აქ ორი პოსტერიც დაგხვდებათ, რომელზეც დატანილია ფრაზები Big brother is watching you და war is peace.

ეს ფრაზები სიმართლეს თავდაყირა აყენებს. ადამიანები ხშირად არასწორად აფასებენ სიტყვების ძალას, განსაკუთრებით Twitter-სა და Instagram-ზე, როცა სიტყვებს, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც სიკეთის, ისე ბოროტების მომტანი, — აცხადებს ბენდალი.

დაბოლოს, ჯორჯ ორუელის 1984 ახალი ილუსტრაციებით სულ 750 ცალი გამოვა, გაყიდვები კი თვის ბოლოდან Folio-ს ვებგვერდზე დაიწყება… 

 

„ჩვენი მიზანია, იმაზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ, ვიდრე ჩვენგან ელიან“, — მარიამ ხუფაცარია, საქართველოს ბანკის Expert ანალიტიკოს-დეველოპერი

როგორ ვაქციოთ გასაუბრების პროცესი უფრო ინკლუზიურად