in

თბილისში 1990-იანების ფესტივალი მეორედ ტარდება

1990-იანი წლების ფესტივალი ბრუნდება – ღონისძიება პირველ ივნისს, ALIBI ARENA-ზე 16:00 საათიდან გაიმართება. საღამოზე იმღერებენ: ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „სახე“, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, ჯგუფი „ვაკის პარკი“, თემო რცხილაძე, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია. ფეხბურთის მოყვარულთათვის, „არენაზე“ დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება. ფესტივალის წამყვანია ზვიო, იგივე ზვიად ბლიაძე.

 

 

„ყველაზე ნოსტალგიური, ყველაზე მხიარული და ყველაზე ემოციური 1990-იანი წლების ფესტივალი ბრუნდება. თქვენ გელოდებათ ALIBI ARENA-ს საფესტივალო სივრცე, ბარებითა და კვების ობიექტებით, და რაც მთავარია უამრავი სიახლით, სიურპრიზითა და დაუვიწყარი გართობით“.

ფესტივალის ორგანიზატორია ALIBI ARENA, ახალი საფესტივალო სივრცე ფონიჭალაში, რომელიც, მისი დამფუძნებლების თქმით, თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, 7 წუთის სავალზეა.

„21 000 კვ/მ სივრცეში განთავსებულია სტაციონარული ბარები, დაიდგმება ჯიხურებიც, სადაც საკვები გაიყიდება. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ივნისს Alibi Arena-მდე უფასო ტრანსპორტი დაინიშნება“.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

[R]

თბილისში სასკოლო განათლების ფორუმი ჩატარდება

კიმ კარდაშიანი საკუთარი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში