in ,

ახალი კამპანია “კასტელ ჯორჯიასაგან”

1 ლარი = ერთ „გერმანულს „ – „კასტელი ჯორჯიას“ ახალი კამპანიაა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი სალომე პირველი ამბობს, რომ ლუდი „გერმანულის“ 0,5 ლიტრიანი შეფუთვით გამოშვება  ბაზარზე ჩატარებული კვლევებით გადაწყდა და სარეკლამო კამპანიაც სწორედ მის მხარდასაჭერად დაიწყო.

„კვლევებით დადგინდა, რომ ამ ფასის (1 ლარის ღირებულების) ბაზარი ცარიელი იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ გამოგვეშვა 0,5 ლიტრიანი შეფუთვით ლუდი და მისი ფასი ყოფილიყო 1 ლარი. გვსურდა იმ სეგმენტის დაკავება, რომელიც ადრე ჩვენი მომხმარებელი არ იყო. თავისუფალი ნიშა შევავსეთ და მიზნად დავისახეთ სწორედ ნეიტრალური მომხმარებლის დაინტერესება. ასეთი კატეგორია მართლაც დიდია, ვისაც უყვარს ლუდი და მნიშვნელოვანია ფასი. ახალი კაპმანია სწორედ ამის მხარდასაჭერად წამოვიწყეთ და პირდაპირი გზავნილის სახით მივაწოდეთ მომხმარებელს, რომ 1 ლარი უდრის ერთ ბოთლ „გერმანულს“ – ამბობს სალომე პირველი.

კამპანია კრეატიულ კომპანია „ვინდფორსს“ ეკუთვნის. ისევე, როგორც „კასტელი ჯორჯიას“ სხვა სარეკლამო აქტივობები. ახალი რეკლამები, როგორც სატელევიზიო  ისე ინტერნეტ სივრცისთვისაა განკუთვნილი. სალომე პირველის თქმით მალე კამპანიას ერთ და ორ ლიტრიან  შეფუთვის ლუდებზეც დაიწყებენ, რასაკვირველია აქცენტი აქაც ფასზე იქნება. „ერთ ლიტრიანი შეფუთვა გახდა 2 ლარი, 2 ლიტრიანი 3,95. სწორედ ამ მიმართულებით გაგრძელდება კამპანია. სამივე შეფუთვაზე იქნება რეკლამა. სატელევიზიოს გარდა, ვაპირებთ ბილბორდები დავამატოთ, გვექნება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაც“.

დღეს ლუდის ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ძველი თუ ახლადშექმნილი კომპანიები ცდილობენ ერთმანეთს ფასით, სიახლით, ცნობილი ბრენდებით „დაუპირისპირდნენ“. „კასტელ ჯორჯიაში“ თვლიან, რომ მათი უპირატესობა ფასი და ხარისხია და 15 წლიანი არსებობის მანძილზე ლუდს გემო არც ერთხელ არ შეუცვლია. სალომე პირველის თქმით, კონკურენცია საკმაოდ ძლიერია. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით არც ახალი ბრენდების გამოშვებას და არც რაიმე გათამაშების დაწყებას არ აპირებენ და უკვე არსებული მომხმარებლების ლოიალობის ან ნეიტრალური სეგმენტის „გადმობირებას“ „კარგი ფასით“ შეეცდებიან.

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია ლუდის ფესტვალი. დასავლეთში მსგავს ფესტივალებზე სხვადასხვა კომპანია წარადგენს პროდუქციას და ხარისხში „შეჯიბრი“ სწორედ აქ იმართება. საქართველოში ასეთი ერთ-ერთი კონკრეტული ბრენდის ღონისძიებაა და მხოლოდ მათი ლუდია წარმოდგენილი. სალომე პირველი ამბობს, რომ ეს ერთი კონკრეტული კომპანიის ფესტივალია და გასაკვირიც არ არის, რომ მხოლოდ მათი პროდუქტია. თუმცა, თვლის, რომ უკეთესი იქნება, ასეთ ღონისძიებაზე სხვადასხვა ბრენდები თუ ჩაერთვებიან. ასე უფრო მასშტაბურიც გამოვა და ყველა მათგანს საშუალება ექნება საკუთარ მომხმარებელს თავისი პროდუქცია გააცნოს.

 

მორჩა, ღამით საჭმელს ვეღარ შეჭამთ!!!

“ორი ლულას” მთავარი პრობლემა გარემო პირობებია