in

1TVPlay პირველი არხის ციფრული სივრცე

პირველი არხი ახალი სეზონიდან მომხმარებელს ციფრულ პლატფორმებზე სიახლეს სთავაზობს, მობილური აპლიკაცია 1TVPlay მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და Digital First სტრატეგიის ქვაკუთხედია, On Demand პლატფორმა უამრავი საინტერესო ფუნქციით და კონტენტით არის დატვირთული. აპლიკაციის გუნდი უმეტესად ახალგაზრდა კრეატორებისგან და მენეჯერებისგან შედგება.

bog
bog-mob

ახალ სეზონზე 1TVPlay ფუნქციურად განახლებულ ვერსიას სთავაზობს მომხმარებელს და აქცენტს ორიგინალური კონტენტის შექმნაზე გააკეთებს.

1TVPlay -ის საშუალებით მაყურებელს ახალი და პოპულარული პროექტების  ეპიზოდების პრემიერის ნახვის შესაძლებლობა ექნება, უკვე შედგა სერიალის „იდეალური დედა“ მე-4 და მე-5 სეზონის, ასევე,  გადაცემის „რა? სად? როდის?“ მე-5 სეზონის პრემიერა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეეძლო ევრო 2020-ის, ტოკიო 2020-ის და ტოკიო 2020-პარალიმპიადის პირდაპირ ეთერში ნახვა. იანვარში კი 1TVPlay მომხმარებელს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას შესთავაზებს. 1TVPlay VOD ტიპის აპლიკაციაა, რაც გულისხმობს, რომ მაყურებელს მისთვის სასურველ კონტენტზე ნებისმიერ დროს და ადგილას მიუწვდება ხელი.

აპლიკაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირდაპირი ეთერის ჩვენებით, არამედ ქმნის სრულ საინფორმაციო ეკოსისტემას, რაც გულისხმობს თამაშის დაწყების წინ 15 წუთით ადრე Push შეტყობინების გაგზავნას, ასევე, ქართველი ოლიმპიელების გამოსვლის გამორჩეულ მომენტებს, გამოსვლის განრიგსა და Push შეტყობინებებს სპორტსმენის გამოსვლამდე.

მიმდინარეობს ახალ პორტალზე მუშაობა ექსკლუზიურად მხოლოდ აპლიკაციის მომხმარებლებისთვის მეტი  ორიგინალური კონტენტის შესათავაზებლად.

1TVPlay 2020 წლის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი App Store-სა და Google Play-ზე.

გაშვებიდან დღემდე აპლიკაცია 60 ათასამდე ადამიანმა ჩამოწერა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

შთაგონებისთვის, გაუზიარეთ გუნდს უფრო მეტი საკუთარ თავზე

თაობა Z-ის მხარდასაჭერად, თიბისიმ ახალი პლატფორმა თიბისი Z შექმნა!