in ,

გამოიყენეთ 2-7-30-ის წესი მეხსიერების გასაუმჯობესებლად

პრაქტიკულ ხრიკს გასწავლით, რომლითაც მინიმალური ძალისხმევით რადიკალურად გაიუმჯობესებთ თქვენს მეხსიერებას და სწრაფადაც ისწავლით. მეცნიერებიც გვეუბნებიან, რომ რაღაცების დავიწყება ნორმალურია, რომ ტვინი ძველ მოგონებებს ივიწყებს, თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლის და ასე სივრცეს ათავისუფლებს ახალი ღირებული ამბებისთვის, მაგრამ ეს ჩვენს საქმეს დიდად არ ეხმარება…

M2
M2

1880-იან წლებში გერმანელი ფსიქოლოგი ჰერმან ებინგჰაუსიც ამ საკითხს შეისწავლიდა და გვითხრა, რომ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე დღეში მის დავიწყებას ვიწყებთ, ერთი თვის შემდეგ კი ადამიანებს ნასწავლის მხოლოდ 20-30% თუ ახსოვთ. სწორედ ამიტომ, მეცადინეობას გვთავაზობს გარკვეული დროის შუალედებით, ამის ფორმულას კი ახლა ენათმეცნიერი ჰილელი გვიზიარებს და მას 2-7-30-ის წესს არქმევს.

იდეა შემდეგია: როცა ახალ მასალას სწავლობთ, გამოცადეთ თქვენი თავი დასწავლიდან 2, 7 და 30 დღეში — „ინტერვალები ებინგჰაუსის მრუდს ეფუძნება და ჩემს ექსპერიმენტებს, რა დროსაც ინფორმაციების შენახვისა და გახსენების პროცესს ვაკვირდებოდი“. 

ამ მეთოდს თავად ჰილალი ესპანურის სწავლისას მიმართავდა, ლექსიკონიდან გარკვეული ოდენობის სიტყვებს სწავლობდა, შემდეგ კი მათ 2, 7 და 30 დღეში უბრუნდებოდა. თუმცა ეს ტექნიკა მხოლოდ უცხო ენებით არ არის შეზღუდული, ნებისმიერი რაიმეს სწავლის პროცესში შეგიძლიათ, გამოიყენოთ. 

ამგვარად, თუ რაიმე საკითხის დამახსოვრება გსურთ, 2-7-30-ის წესს მიმართეთ — მეცნიერთა 150-წლიანი გამოცდილება მოწმობს, რომ ამან რადიკალურად შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი მეხსიერება.

ვინ გახდა მსოფლიოში საუკეთესო ილუსტრატორი? — World Illustration Awards 2025-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა