in

ჰოვერბორდის გამომგონებელი 2-ბორბლიანი მანქანის კონცეფციას გვთავაზობს

ჩვენ შეინ ჩენზე გესაუბრებით, უსაზღვრო კრეატიული შესაძლებლობები მქონე გენიოსზე, რომელიც ჰოვერბორდის უკან დგას და ახლა განვითარებადი მობილური გადაწყვეტილებების სამყაროს SHANE-ს, რევოლუციურ 2-ბორბლიან ელექტრო მანქანის კონცეფციას აცნობს. თუ კომპანიის ცნობებს დავეყრდნობით, ისინი პირველები არიან მსგავსი ურბანული და მაგისტრალზე სამართავი მანქანის შექმნაში. 

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ SHANE-ის დიზაინი უნიკალურია, დიდი ზომის დისტანციურად მართვად მანქანას მოგაგონებთ ფუტურისტულ ბორბლებზე… ტრადიციულ 4-ბორბლიან კონცეფციას 2 დიდი ბორბალი ანაცვლებს და იგი მიმართულების კონტროლისთვის ჭკვიან სენსორებსა თუ ძრავებს იყენებს.

მართალია, ჯერ არ ვიცით ისეთი კონკრეტული დეტალები, როგორებიცაა ძრავის სიმძლავრე, ბატარეის ხანგრძლივობა ან მაქსიმალური სიჩქარე, თუმცა ეს კონცეფცია კვლავ ორი უზარმაზარი ბორბლით იწონებს თავს. ინოვაციური მიდგომა კი წინა ჰოვერბორდიდან აიღეს. ახლა კი ამ ახალ ვერსიას შეუძლია, მგზავრების ჩარევის გარეშე დასტაბილურდეს. ხოლო ბალანსს სიმძიმის ცვალებადი ცენტრი უზრუნველყოფს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ SHANE მაღალსიჩქარიან მოგზაურობას გვპირდება, თუმცა არა, ენერგოეფექტურობის ხარჯზე, რაც უზარმაზარი ნაბიჯია პერსონალური მობილურობის გადაწყვეტილებებში. თუმცა როდის ვიხილავთ მას გზებზე, ჯერ არ არის ცნობილი, კომპანია კი ამჟამად ლიცენზიის მოპოვებაზე მუშაობს…

რა უნდა გააკეთოთ თანამშრომელთა მხარდასაჭერად?

მიიღე მონაწილეობა DataFest Tbilisi-ის სამ ჰაკათონში და გახდი სტიპენდიის მფლობელი