დაზღვევის დღესთან დაკავშირებით, კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის ინიციატივით საქართველოში დაზღვევის ცნობადობისა და კულტურის ამაღლებისაკენ მიმართული სპეციალური კამპანია მიეძღვნა. კამპანიაში ბაზარზე მოქმედმა 17-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
1997 წლის 2 მაისს, პირველად საქართველოში, მიიღეს კანონი დაზღვევის შესახებ. სწორედ ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, „საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის“ გადაწყვეტილებით, 2022 წელს ეს დღე დაზღვევის დღედ იქნა დაწესებული, რომელიც მიმდინარე წელს უკვე მეორედ აღინიშნება.
დააზღვიე, სანამ ურემი გადაბრუნდება — ყველასათვის ცნობილი ქართული ანდაზის ეს პერიფრაზი დაედო საფუძვლად კრეატიული პოსტერების სერიას, რომელიც დაზღვევის დღისთვის შეიქმნა და მასზე კრეატიულმა სააგენტო „BetterFly“-იმ იმუშავა.
აღნიშნულ კამპანიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ და საკუთარი შეხედულებით დაზღვევის საჭიროებასა და სიკეთეებზე მწერალმა და ბლოგერმა — დათო გორგილაძემ და ახალგაზრდა თაობის ნიჭიერმა მუსიკოსმა — ნანა ჩარკვიანმა ვიდეობლოგებში ისაუბრეს.
ალდაგი | Aldagi I არდი • ARDI I ალფა დაზღვევა • Alpha Insurance I საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია I ბბ დაზღვევა • BB Insurance I Benefits • ბენეფიტსი I Green Insurance Georgia – გრინ დაზღვევა საქართველო I დაზღვევის მედიაცია I ევროინსი • Euroins I TBC Insurance – თიბისი დაზღვევა I იმედი L • Imedi L I IRAO • ირაო I ნიუ ვიჟენ დაზღვევა • New Vision Insurance I პსპ დაზღვევა – PSP Insurance I ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding I პრაიმი • Prime I სს სადაზღვევო კომპანია ტაო I UNISON • უნისონი I სს სადაზღვევო კომპანია ქართუ
[R]