in

მეცნიერებმა 2 მილიონი წლის წინ არსებული დნმ აღმოაჩინეს

დიახ, მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის რეკონსტრუქციის ისტორიაში საოცრებები მოახდინეს — გრენლანდიის ყინულების დანალექში არსებული დნმ აღადგინეს, რამაც მათ სამყაროს უძველესი პეიზაჟის აღდგენისა და იმ გარემოს გამოვლენის საშუალება მისცა, რომელიც შორს არის არქტიკული წრის ყინულოვანი სანაპიროებიდან. საუბარია ბეწვიანი მამონტის დნმ-ზე, რომელიც 2 მილიონი წლით არის დათარიღებული და მილიონით აუმჯობესებს მანამდე არსებულ რეკორდს…

M2
M2

ახალი თავი, რომელიც დამატებით მილიონი წლის ისტორიას მოიცავს, საბოლოოდ დაიწყო და ჩვენ პირველად შეგვიძლია პირდაპირ შევხედოთ წარსული ეკოსისტემის დნმ-ს. მართალია, მას სწრაფად დეგრადაცია შეუძლია, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ სწორ გარემოებებში იმაზე უფრო უკან შეგვიძლია დავბრუნდეთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, — ამბობს ესკე ვილერსლევი, გენეტიკოსი. 

სამწუხაროდ, დრო არც ისე კეთილია ცოცხალი არსებების ნარჩენების მიმართ. დნმ სწრაფად იშლება გარემოში არსებული სტრესორების, მაგალითად, მშიერი მიკრობების, ამინდისა და გეოლოგიური პროცესების გამო. თუ უძველესი დნმ გადარჩება, ის ჩვეულებრივ კბილებსა და ძვლებშია მოქცეული, სადაც შედარებით დაცულია. მუდმივი ყინულის ქვეშ ჩამალული მასალა კი მათ რიგებს მიეკუთვნება. 

იმის გამო, რომ ექსპედიციები ძალიან ძვირია, მეცნიერები, დაზღვევის მიზნით, ხშირად იმაზე მეტ ნიმუშს აგროვებენ, ვიდრე საჭიროა. ეს ნიმუშებიც მათ კოლექციაში იყო და სწორ დროს ელოდებოდა… ბოლო რამდენიმე ათწლეულში მიღწეულმა წინსვლამ კი მეცნიერებს საშუალება მისცა, ჩვენ გარშემო არსებული სამყაროდან დნმ-ის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა მიეღოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს უკვე შეუძლიათ, ორგანიზმების აღწერისთვის საჭირო დაკარგული ნაწილები აღადგინონ.

მსგავსად, ცხოვრების ისეთი ფორმები გამოვლინდა, რომლებიც ზომიერ კლიმატთან არის თავსებადი — აღმოაჩინეს ცხოველები, რომლებიც დაკავშირებულია ირმებთან და კარიბუსთან, ლემინგებთან, ბატებთან, კურდღლებთან და მასტოდონებთანაც (სპილოები) კი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭიანჭველებმა, რწყილებმა, მარჯნებმა და მახვილკუდანმაც დატოვა კვალი დანალექში ისევე, როგორც არყის და ვერხვის ხეებმა.

მასტოდონებს მეცნიერები ყველაზე საინტერესოდ თვლიან, რადგან მის გარდა ყველა სხვა სახეობას ჰყავს დარჩენილი ნათესავები, რომლებიც დღეს გრენლანდიაში გვხვდება. თუმცა ადრე მიიჩნეოდა, რომ ისინი ჩრდილოეთით, გრენლანდიისკენ საერთოდ არ ცხოვრობდნენ….

მიღებული მონაცემები იმასაც აჩვენებს, რომ ადრეული პლეისტოცენის ეპოქაში რეგიონში გაცილებით თბილი კლიმატი იყო, იმაზე უფრო თბილიც კი, ვიდრე ამჟამინდელი ტემპერატურებია. მეცნიერების აზრით, ეს კვლავ ცვალებადი კლიმატის პირობებში დედამიწის მომავალზე მიუთითებს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როგორ შეძლებენ სახეობები მზარდ ტემპერატურასთან შეგუებას. მონაცემები კი გვეუბნება, რომ იმაზე უფრო მეტ სახეობას შეუძლია განვითარება და ადაპტირება, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. მაგრამ, რაც მთავარია, ეს შედეგები აჩვენებს, რომ მათ ამისთვის დრო სჭირდებათ. დღევანდელი გლობალური დათბობის სიჩქარე ნიშნავს, რომ ორგანიზმებსა და სახეობებს არ აქვთ ეს დრო, ამიტომ კლიმატური ცვლილებები კვლავ დიდ საფრთხედ რჩება მსოფლიოსთვის, მცენარეებისა და ხეების ზოგიერთ სახეობას გადაშენებაც კი ემუქრება, — ამბობს მიკელ პეტერსონი, გეოგენეტიკოსი.

დიახ, ეს კვლევა მეცნიერების უზარმაზარ წინსვლაზე მეტყველებს. იმის გამო, რომ მათ გარემოდან მოპოვებული დნმ-ს დახმარებით ჩვენი ისტორიის აღდგენა ერთხელ უკვე შეძლეს, ეს მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ისტორიის შესახებ კიდევ ბევრ რამეს მოგვიყვება.

შეიქმნა ვიზუალური სკალა, რომელიც თანამშრომლის გადაწვის დონეს აფასებს

„ხვალინდელი საჩუქრები დღეს გვეძლევა“ — UNICEF-ის ახალი კამპანია