15
Feb
2019

2 მარტივი შეკითხვა, რომელიც ლიდერს პროფესიულად კიდევ უფრო გაზრდის

15 Feb 2019

კომპანიის წარმატება მის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, უფრო სწორად, კარგ ხელმძღვანელზე. ნამდვილმა ლიდერმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ არსებობს 2 შეკითხვა, რომელსაც საკუთარი ქმედებით უნდა უპასუხოს.

statiebi-bog
statiebi-bog

წარმოიდგინეთ, ერთ დღეს დაგაწინაურეს. რას ნიშნავს ეს? თქვენ გარკვეული მოლოდინები გაამართლეთ და ხელმძღვანელ რგოლში გადასვლა დაიმსახურეთ. უკვე ლიდერი ხართ. სწორედ ამ დროს უნდა წარმოაჩინოთ, რატომ იქნება კარგი თქვენი დაწინაურება. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, უნდა უპასუხოთ შეკითხვას „რა სარგებელს მოუტანს ეს ცვლილება კომპანიას“? თქვენი ქმედებით, ხაზი გაუსვათ იმ ფასეულობებს, რაც გაგაჩნიათ და ამაზე ღიად ისაუბრეთ. მაგალითად, როგორც კი საშუალება მოგეცემათ, მოყევით, როგორ მუშაობდით კონკრეტულ ინიციატივაზე გუნდთან ერთად, რა წვლილი შეიტანეთ მის განხილვაში, დამუშავებაში და რამდენი პროცენტით გაზრდის დანერგილი სიახლე კომპანიის შემოსავლებს.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას. ხშირად, ადამიანებს ჰგონიათ, რომ სწავლა აღარ სჭირდებათ. ყველაფერი იციან წინა პოზიციებზე მუშაობით, ტრენინგებით ან თემატური ბიბლიოთეკის კითხვით. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. სანამ განათლებით, გამოცდილებითა და დაუღალავი შრომით რეალურ წარმატებას მიაღწევთ, ბევრი რამ გაქვთ ასათვისებელი. და აი, სწორედ ამ დროს უნდა დასვათ მეორე შეკითხვა:კიდევ რა უნდა ვისწავლოპასუხი მარტივია – ბევრი წვრილმანი და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი. არა და, სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი და პროექტის წარმატება. მაგალითად, ადრე ერთ ადამიანთან ვმუშაობდი. რატომღაც არ სჯეროდა, რომ დაწინაურებისთვის კიდევ ბევრი უნდა ესწავლა და ემუშავა. თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, გარკვეულწილად ახერხებდა კიდეც კარიერულ კიბეზე წინსვლას. თუმცა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ  დეტალებზე აშკარად სამუშაო ჰქონდა. ყველაფერი შეიცვალა, როცა გუნდის წევრებთან დიალოგი დაიწყო და თითოეულ ასეთ წვრილმანს მათთან განიხილავდა. დისკუსიებმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მისი ცოდნა, აშკარად არ იყო სრულყოფილი. შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი შრომა და ენერგია დასჭირდა, რომ ესწავლა და შედეგმაც არ დააყოვნა – ის, როგორც ლიდერი, ძალიან სწრაფად განვითარდა.

ასე რომ, თუ გსურთ, წარმატებით უხელმძღვანელოთ პროექტს, გუნდს, კომპანიას, ყოველთვის დაუსვით ეს ორი შეკითხვა საკუთარ თავს და კონკრეტული ქმედებით უპასუხეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ პროფესიულ განვითარებას და მუდმივ წინსვლას.

წყარო: Inc.

 



განხილვა