6
Dec
2019

წარმატებული ბიზნესისთვის საჭირო 2 საიდუმლო

6 Dec 2019

გაიაზრე შენი მისია და შეიმუშავე სტრატეგია, თუ როგორ შეგიძლია, შექმნა ძლიერი გუნდი – ამ ორ საიდუმლოს სტატიის დასაწყისშივე გეუბნებით. თუმცა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მათზე, ამაზე აპლიკაცია Zendrive-ის დამფუძნებელი, ჯონათან მატუსი გვიყვება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დაახლოებით, 10 წელი ვიმუშავე ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Google და Facebook. წამოსვლის შემდეგ, იმედგაცრუებული ვიყავი იმ ფაქტით, თუ რამხელა რესურსსა და ენერგიას ვხარჯავდი სარეკლამო ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის – აყიდინო ხალხს ის, რაც რეალურად არ სჭირდებათ. შემდეგ უკვე დავფიქრდი, “რაში გვჭირდება ამდენი ჭკვიანი ადამიანი, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ.. მხოლოდ იმიტომ, რომ რეკლამის ალგორითმების ოპტიმიზაცია მოახდინონ?” ამიტომაც, როდესაც მე გადავწყვიტე, შემექმნა საკუთარი კომპანია, ვიცოდი – ის უნდა ყოფილიყო გლობალურ მიზანზე მორგებული, კონკრეტული მისიის მქონე ორგანიზაცია. აი, ამიტომ შევქმენი Zendrive. 

ენტრეპრენერული წარმატების ერთ-ერთი უპირობო კომპონენტია ძლიერი გუნდის შექმნა. ჩემი თანადამფუძნებელი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია და სწორედ მასთან თანამშრომლობამ გახადა შესაძლებელი ჩემი კომპანიის არსებობა. ამიტომაც, როდესაც ახალ თანამშრომელს ვქირაობ, სამ თვისებას ვაქცევ ყურადღებას: ცნობისმოყვარეობას, ვნებას საქმისადმი და გამბედაობას.

მე მჯერა, რომ თუკი გინდა, რომ იყო წარმატებული ნებისმიერ საქმიანობაში, გჭირდება, რომ ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია შეითვისო – იცოდე ისიც კი, რაზეც ფიქრობ, რომ არასდროს დაგჭირდება. რეალურად, ჩვენ არ ვიცით, რა ინფორმაცია რა მომენტში შეიძლება, რომ გამოგვადგეს. ცნობისმოყვარეობის შედეგად მოძიებული ინფორმაცია საქმეს ბევრად აადვილებს. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ნაკლები დრო და ენერგია დავახარჯოთ კონკრეტულ საკითხს. 

საქმისადმი ვნება – რაიმე მიზნისადმი ვნების ქონა ამ მიზნის ბოლომდე მიყვანის ერთ-ერთი წინაპირობაა. სწორედ ეს გვეხმარება, ვფოკუსირდეთ მისიაზე. ვნება ადამიანში აჩენს დამოკიდებულებას – რომ საყვარელი საქმის გამო ბევრ რამეზეა ის წამსვლელი. რეალურად კი, ასეც უნდა იყოს. თუკი ჩვენი საქმიანობისთვის “თავის დასადებად” მზად არ ვართ, კარგ შედეგს ხშირად ვერ მივაღწევთ. 

გამბედაობა – სტარტაპები რთული რამაა – ზოგჯერ ძალიან კარგად მიდის საქმე, ზოგჯერაც – კრიზისულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე. რთულ მომენტებში არდანებება და ბოლომდე მიყოლა – აი, ესაა გამბედაობა, რომელიც ალბათ სწორედ ზემოხსენებული ვნების ერთგვარი შედეგია. 

თუკი ადამიანში ამ სამ თვისებას აღმოაჩენთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის მომავალში აუცილებლად გაგიმართლებთ იმედებს. გუნდი სწორედ ამგვარი ადამიანებით უნდა დააკომპლექტოთ. შედეგად, დაგეუფლებათ იმედი და მშვიდად განაგრძობთ თქვენი ორგანიზაციის/კომპანიის დანიშნულებაზე. 

კომპანიის მიზანი და არსი და ძლიერი გუნდი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ერთი მეორის გარეშე, დიდი ალბათობით, ვერ იარსებებს. 

წყარო: Inc



განხილვა