24
Dec
2018

2 გზა, თუ როგორ განვავითაროთ ბავშვებში ანტრეპრენუარული უნარები

24 Dec 2018

სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია: მის ერთ ნაწილში შესაძლებელია ბავშვები ელექტრონული და მოდერნიზებული სათამაშოებით თამაშობდნენ, ხოლო მეორეში – უბრალოდ ქვიშითა და ბურთით. ერთი შეხედვით, სათამაშოები უბრალოდ სათამაშოებია, თუმცა, მათზე ისინი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ის, თუ როგორ პროდუქტს უყიდით საკუთარ შვილს, ძალიან ბევრს ნიშნავს. სათამაშოები და უნარები ერთმანეთზე პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 2 გზას, რომელიც თქვენს ბავშვებს ანტრეპრენუარულ უნარებს განუვითარებს:

statiebi-bog
statiebi-bog

ბევრმა საჩუქარმა, უმეტესწილად, ბევრმა სათამაშომ, შესაძლოა, ჩაახშოს ბავშვში ანტრეპრეანუარული ჟინი

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტი სათამაშო აქვს ბავშვს და რაც მეტ საჩუქარს ჩუქნიან, მისი კრეატიული უნარი მცირდება. მარტივი და არც თუ ისე მრავალფეროვანი სათამაშოები ბავშვს მეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. თუნდაც ავიღოთ უბრალო ყუთი, რომელიც პატარასთვის ერთდროულად შეიძლება იყოს ნავიც და ტელევიზორიც. მრავალფეროვანი და ბევრდეტალიანი სათამაშოები კი მას ფიქრის უნარს უქვეითებს, რადგანაც მზამზარეულით თამაშს იწყებს. ასევე, მნიშვნელოვანია მათი რაოდენობაც. თუკი თქვენს ბავშვს 16 სათამაშოს მისცემთ. იგი თითოეულზე ნაკლებ დროს დახარჯავს და ზერელედ დააკვირდება მას. შესაბამისად, მისი თამაში იქნება ზედაპირული და არა – წარმოსახვითი.

კრეატიული უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ანტრეპრენუარებისთვის, რადგანაც პროდუქციის შექმნისას, აუცილებელია მრავალფეროვანი წარმოსახვა. კრეატივი სწორედ ისაა, რის განვითარებაზეც პატარაობიდანვე უნდა იზრუნოთ.

დააწესეთ საჩუქრების რაოდენობაზე შეზღუდვა

აღნიშნული გზით ბავშვების წარმოსახვას ფართო გზას მისცემთ. მაგალითად, თქვით, რომ 3 საჩუქრის ჩუქებას აპირებთ და განუსაზღვრეთ კატეგორიები, მაგალითისთვის იყოს ტანსაცმელი, საკითხავი ან უბრალოდ ის, რაც ძალიან უნდა. შესაბამისად, ბავშვი დაფიქრდება და მეტად კონკრეტულ პროდუქტზე დაიწყებს ფიქრს, რაც წარმოსახვის უნარს განავითარებს. გარდა ამისა, ასევე შეიძლება ოჯახში “სექრეთ სანტას” თამაშიც, რომლის დროსაც, მხოლოდ ერთ საჩუქარზე იქნება ორიენტირებული ბავშვი და ბევრი ფიქრიც მოუწევს.

სადღესასწაულო პერიოდი შესანიშნავია, გადააფასოთ ის, თუ რამდენად ეხმარებით ბევრი საჩუქრის ჩუქებით საკუთარ შვილებს და უკეთ შეძლოთ, მათში იმ უნარის განვითარება, რომელიც სამომავლოდ ძალიან წაადგებათ.

წყარო: www.inc.com 

 



განხილვა