20–21 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერია“ Spotlight-ის მორიგ, რიგით მეთორმეტე ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის წარმდგენია საქართველოს ბანკი.
Spotlight-ი უკვე წლებია ქვეყნის მთავარი შეკრების ადგილია შთაგონებისთვის. ის აერთიანებს მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალებს. თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი – ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში.
„საქართველოს ბანკისა და Spotlight-ის ურთიერთობა უკვე ტრადიციაზე მეტია, ეს არის ერთად განვლილი გზა, რომელიც წლიდან წლამდე ახალი ისტორიებით ივსება და მსმენელს აძლევს შესაძლებლობას მოისმინოს საინტერესო, დამაფიქრებელი და გამორჩეული იდეები, რომელიც მისცემს მათ მოტივაციას, არ გაჩერდნენ საკუთარ პროფესიულ გზაზე. შესაბამისად, Spotlight იქცა სცენად, სადაც ინოვაცია, კრეატიულობა და თამამი იდეები იკვეთება. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ პროცესის ნაწილი ვართ და გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს. გელით Spotlight-ზე“, – მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
„პროექტის ორგანიზატორებს გვჯერა, რომ შთაგონებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ამიტომ ვქმნით სცენას, რომელიც 2 დღის განმავლობაში ინსპირაციის ეპიცენტრი გახდება. სპიკერები მთავარ სცენაზე საკუთარ იდეებს, წარმატების და მარცხის ისტორიებს გაგვიზიარებენ და გვჯერა, რომ ეს გამოცდილება უამრავი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. გარდა ამისა, Spotlight საუკეთესო საშუალებაა ნეთვორქინგისთვის, რადგან აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ახალი პარტნიორები და მეგობრები. ეს ურთიერთობები კი მთელი ცხოვრება გრძელდება.
საქართველოს ბანკის მთავარი გზავნილია „არ გაჩერდე“. ეს სიტყვები ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აძლევს მოტივაციას. ის, რომ საქართველოს ბანკი დგას ჩვენს გვერდით, ვფიქრობ, მთელი ინდუსტრიისთვის ნათქვამი გზავნილია, არ გაჩერდნენ, იმოძრაონ და გახდნენ უკეთესები. ჩვენ კი ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, – ამბობს Spotlight-ის დამფუძნებელი აკო ახალაია.
ბილეთები გაიყიდება ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge.
თუ გსურთ ბილეთების შეძენა კორპორატიულად, დაუკავშირდით მარკეტერის კომერციულ სამსახურს ელფოსტაზე: sales@marketer.ge. მიაწოდეთ თქვენი შპს-ის რეკვიზიტები, ინფორმაცია ბილეთების სასურველ რაოდენობაზე და დაელოდეთ ინვოისს.











