in

20-21 დეკემბრის Spotlight-ის პროგრამა ცნობილია!

მზად ხართ? 20-21 დეკემბრის Spotlight 2025-ის პროგრამა ცნობილია. დეკემბრის მესამე შაბათ-კვირას, „რადისონ ბლუ ივერია“ Spotlight-ის მორიგ, რიგით მეთორმეტე ღონისძიებას უმასპინძლებს.

Spotlight-ი უკვე წლებია ქვეყნის მთავარი შეკრების ადგილია შთაგონებისთვის. ის აერთიანებს მარკეტინგის, ტექნოლოგიების, მედიის, ბიზნესის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიონალებს. თქვენ გელოდებათ შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და ნეთვორქინგი – ძველი და ახალი პარტნიორები ერთ სივრცეში.

გაგაცნობთ სპიკერების ნაწილს:

დავით გოგიჩაიშვილი, ანა ჩუბინიძე, მარი აბულაძე, ჯონ კვეზერელი, მარეხ საჯაია, ალექსანდრე ჩომახიძე, ქეთი მაღალაშვილი, Geoteam, კაცები, მწვანე ოთახი, ნიკუშა ანთაძე, ბასა მეტრეველი, ერეკლე ინაშვილი, მიშა სეხნიაშვილი, პავლე გაბრიჭიძე, შოთა ჩინჩალაძე, ანა ხოსიტაშვილი, ანო გოგიჩაძე, Tiktokერი, ალექსანდრე ჯეჯელავა.

ბილეთების გაყიდვა იწყება დღეს, 8 დეკემბერს, 16:00 საათზე biletebi.ge & tkt.ge.
ბილეთების კორპორაციულად შესაძენად მოგვწერეთ sales@marketer.ge.

ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

პარტნიორები: Borjomi, Aversi, Lexus, Flowmaster, Wolt, Roamingo, McDonald’s, Kärcher, Render Group, Signall.ge, madart, Alta, Somersby, Alma

ნოდარ დანელიას სტარტაპმა სილიკონის ველის ტოპ ინვესტორები მოიზიდა — Shuttle-ის წარმატების ამბავი

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია