in

20%-იანი ფასდაკლება Mymarket-სა და Vendoo-ზე Apple pay-თა და Visa ბარათით გადახდისას

Mymarket-სა და Vendoo-ს მომხარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვთ. Visa-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, 31 მაისის ჩათვლით, თითოეული ადამიანი, რომელიც ვებგვერდზე შოპინგისას გამოიყენებს Apple Pay-ს და გადაიხდის Visa ბარათით, ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებითა და უფასო მიწოდების სერვისით, ნებისმიერ შენაძენზე.

Visa არის Mymarket-ისა და Vendoo-ს სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორი და ამ პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიები ქართული e-commerce-ის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს უწყვეტად დგამენ. Პირველ რიგში, ხშირი აქციებითა და მომხმარებლის სურვილებზე მორგებული შეთავაზებებით, ხელს უწყობენ როგორც ონლაინ ყიდვის წახალისებას, ასევე ელექტრონულ კომერციის ბაზარზე არსებული ქართული ბიზნესების გაყიდვების ზრდასა და ჯანსაღ კონკურენციას.

აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც პლატფორმებზე Safari-ს ბრაუზერით შევა, ყიდვისას გადახდის მეთოდად აირჩევს Apple Pay-ს და გადაიხდის Visa ბარათით.

“Visa-ში ჩვენი მიდგომა დაფუძნებულია ექსპერტულ გამოცდილებაზე გლობალურ ციფრულ გადახდებში და ამავდროულად ორიენტირებულია მომხმარებლებისა და ბიზნესის მხარდაჭერაზე. დღეს, ისე როგორც არასდროს, ელექტრონულმა კომერციამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენ მოხარულნი ვართ, პარტნიორობა გავუწიოთ თიბისი ბანკსა და ელექტრონული კომერციის პლათფორმებს, როგორიცაა Mymarket და Vendoo. თანამშრომლობის ფარგლებში, ხელს შევუწყობთ უნაღდო ანგარიშსწორებისა და ქართული ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. Visa ბარათის მფლობელი, Apple-ის ელექტრონული საფულის გამოყენებით სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებს გადახდას, დამატებით ელექტრონული კომერციის უპირატესობებით ისარგებლებს.“ – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

Vendoo და Mymarket გამომწერებს კატეგორიების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. Მათ შორის:

  • ტექნიკა
  • ჯანმრთელობა და თავის მოვლა
  • Საყოფაცხოვრებო საშუალებები
  • Საბავშვო პროდუქტები
  • კანცელარია და წიგნები
  • და ბევრი სხვა.

თუ აქციისთვის საჭირო მარტივ კრიტერიუმებს შენც აკმაყოფილებ, კატეგორიების სრული ჩამონათვლის გასაცნობად და 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობისათვის ეწვიეთ ვებგვერდებს:

Mymarket

vendoo

[R]

4UA — ფაბერი და VISA უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს