12
Sep
2019

20 გრამიანი კამერა, რომელიც ყველგან მაგრდება და HD ხარისხის ვიდეოს იღებს

12 Sep 2019

veon
veon


360 გრადუსიანი გადაღების კამერების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Insta360-მა ახალი მოდელი – Go გამოუშვა, რომელიც 20 გრამს იწონის. კამერის დამაგრება ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ, იქნება ეს თქვენი ტანსაცმელი, ტრანსპორტი, სამუშაო მაგიდა, თუ სპორტდარბაზი. მას სტაბილიზაცია აქვს და სწრაფ მოძრაობებსაც უხარვეზოდ, HD ხარისხში იღებს. მისი დახმარებით სხვადასხვა მომენტის აღბეჭდვა ხელის დაუხმარებლად შეგეძლებათ. გარდა ამისა, მოდელი მდგრადია წყლის მიმართ (ანუ, შეგიძლიათ ის საცურაო კოსტიუმზეც დაიმაგროთ და წყალში ჩახტეთ).

Insta360 Go-დან ვიდეოების გადატანა, სპეციალური კაბელის დახმარებით, თქვენს სმარტფონშივე შეგიძლიათ. კამერის ყიდვა კი 200 დოლარადაა შესაძლებელი.

განხილვა