27
Feb
2019

ბავშვებმა მათი საყვარელი Emoji-ები განასახიერეს

27 Feb 2019

ბავშვების პორტრეტების ფოტოგრაფი, ები მური დიდი ბრიტანეთიდან, საკუთარ პროექტზე ჰყვება: „როგორც ორი ბიჭის დედამ, რომლებიც YouTube-ითა და თამაშებით ცხოვრობენ, გავაანალიზე, რამდენად განსხვავდება ჩემი, 1980-იანების ბავშვობა, მათი დღევანდელი რეალობისგან. ხანდახან მგონია, რომ ტექნოლოგიების გამო, სრულიად სხვა ენაზე საუბრობენ და სიტყვა „ემოჯი“ ამის კარგი მაგალითია – ეს არის უნივერსალური ვიზუალური ენა, რომელიც ეროვნულ ბარიერებს უმკლავდება, მაგრამ არა – ასაკობრივს. ვიზუალურად, ემოჯი ფერადი და მხიარულია და თავის მხრივ, შესანიშნავად ერგება ფოტოგრაფიის ჩემს სტილს, რომელიც ასევე, ნამდვილი ემოციების მოულოდნელ კადრებად აღბეჭდვასაც ითვალისწინებს, ემოჯი კი, ამის დიდებული რესურსი აღმოჩნდა.

მე ვკითხე 20 ბავშვს, რომელი იყო მათი საყვარელი ემოჯი და ვთხოვე, მათი სახე მიეღოთ. ბევრ მათგანს უნდოდა “poo“ ემოჯი, რომელიც მათ სამწუხაროდ, პროექტს არ ერგებოდა. ისე კი, გადაღების პროცესში, ბევრი ვიმხიარულეთ.

Cheesy grin – ნათელი ღიმილი

Smiley winking face – თვალის პაჭუნი

Angel – ანგელოზი

Devil – ეშმაკი

Cool dude – მაგარი კაცი

Nerd – ნერდი

Kiss kiss – კოცნა

Ouch – ტკივილი

Crazy – გიჟი

Woah – ღმერთო ჩემო

Eyes rolling – თვალების ტრიალი

Shock horror – შოკისმომგვრელი საშინელება

Cringe – გაწბილებული

Ooops – უუუფს

Grumpy – ბუზღუნა

Love hearts – გულები

Ssshhhh – სშშშშშშ

Eyebrow raised – წარბის აწევა

Boohoo – მოწყენილი

Tongue out – ენის გამოყოფა

განხილვა