21
Nov
2018

20 კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, 2019 წლის მიზნების მიღწევაში

21 Nov 2018

უკვე დადგა ის პერიოდი, როდესაც ადამიანები იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ რა შეუძლიათ მომავალ წელს აკეთონ უფრო კარგად და ეფექტურად. წლევანდელ შედეგებთან ერთად საზოგადოება მომდევნო წლის მოლოდინებზე ორიენტირდება, იწყებს ზრუნვას მომავალ საქმიანობაზე. აუცილებელია, დავფიქრდეთ, რა გზას ვადგავართ და რატომ. არის თუ არა ეს გზა ის, რომელსაც უნდა მივყვეთ. ხშირად ხდება ისეც, როდესაც ვიცით, რატომ უნდა მივაღწიოთ სასურველ მიზანს, თუმცა, გზა, რომლითაც ამ მიზნამდე მივალთ, არც თუ ისე ნათელია.

statiebi-bog
statiebi-bog

თუკი დღესდღეობით თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, დაუსვით თავს მოცემული შეკითხვები:

  1. რისი კეთება გსიამოვნებთ და რა გამოგდით ყველაზე უკეთ?
  2. რომელი საქმე განიჭებთ სიხარულს, რომელიც უნდა გააუმჯობესოთ?
  3. რომელი საქმე მოგწონთ, მაგრამ ვერ აკეთებთ ისე, როგორც საჭიროა?
  4. რა გაძლევთ ენერგიას?
  5. რა გღლით?
  6. რამდენხნიანი ძილი გესაჭიროებათ იმისათვის, რომ პროდუქტიული იყოთ?
  7. რა გადუნებთ ყველაზე მეტად?
  8. რა გსტრესავთ?
  9. რთულ პერიოდებს რა გადაგატანინებთ ხოლმე?
  10. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენს ცხოვრებაში?
  11. ვინ არიან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები?
  12. რა გზით შეგიძლიათ იყოთ უკეთესი მეგობარი ან კოლეგა?
  13. რა არის ის, რაც უფრო მეტი დოზით გინდათ თქვენს ცხოვრებაში?
  14. რა არის ის, რაც უფრო ნაკლები დოზით გსურთ თქვენს ცხოვრებაში?
  15. ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
  16. რომელია თქვენი ერთი კარგი ჩვევა?
  17. რომელია ჩვევა, რომელიც უნდა შეცვალოთ?
  18. რა არის ის ერთი რამ, რამაც წარმატება მოგიტანათ წლევანდელ საქმიანობაში?
  19. როგორ განსაზღვრავთ/რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება?
  20. რა არის ის ერთი რამ, რასაც გინდათ მომავალ წელს მიაღწიოთ?

ეცადეთ, გონებაში ამ კითხვებზე პასუხები იპოვოთ, თუმცა, ძალიან ბევრსაც ნუ იფიქრებთ – ყურადღება მიაქციეთ თქვენს ტვინში გაფიქრებულ პირველივე პასუხს. არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები – ყველაფერი ხომ ძალიან ინდივიდუალურია. 



განხილვა