14
Jan
2019

20 სასტიკი სიმართლე ცხოვრებაზე, რომლის აღიარებაც არავის სურს

14 Jan 2019

სიკვდილზე, წარუმატებლობაზე, საკუთარ გრძნობებზე, ნეგატიურ თემებზე საუბარს ბევრი ჩვენგანი შეგნებულად გაურბის. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს, სწორედ ასე, პირდაპირ მოგახალოთ 20 სასტიკი სიმართლე, რომლის მოსმენაც, ვფიქრობთ, რომ ნამდვილად გჭირდებათ:
 1. შენ მოკვდები, თუმცა წარმოდგენა არ გაქვს, როდის.
აღიარე ის ფაქტი, რომ ოდესმე, აუცილებლად მოკვდები და შემდეგ, უფრო აზრიანად გააგრძელე ცხოვრება.

2. ადამიანები, რომლებიც ძალიან გიყვარს, დაიხოცებიან, თუმცა როდის, წინასწარ ვერც მაგას გაიგებ.
ამაზე ფიქრი არ არის მარტივი. თუმცა, იმის აღიარება, რომ სიკვდილი გარდაუვალია, შეიძლება, წარსულში არსებული უსიამოვნო სიტუაციის გამოსწორების სტიმულად იქცეს – ურთიერთობების აღდგენის ხელშემწყობ ფაქტორად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

3. მატერიალური სიმდიდრე ვერ გაქცევს უკეთეს, ან უფრო ბედნიერ ადამიანად.
შეიძლება, გაგიმართლა და მატერიალური ოცნებები აიხდინე, თუმცა იცოდე, რომ ფული და წარმატება არ ცვლის ადამიანს. ეს ყველაფერი ავლენს იმას, რაც მასში უკვე არის.

4. ბედნიერების ძიებით შეპყრობაა სწორედ ის, რაც მისგან გაშორებს.
ბედნიერება შენი ყოველდღიური ცხოვრების საჩუქარია. მნიშვნელოვანია შენი სურვილების სწორად აღქმა და რეალურ ბედნიერებასთან მათი დაკავშირება.

5. დრო ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული.
არა მატერიალური დახმარება, არამედ დროის სხვისთვის დათმობაა ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ადამიანს შეუძლია, უანგაროდ გაიღოს.

6. ყველას გაბედნიერება შეუძლებელია, თუმცა ამას თუ მაინც შეეცდები, საკუთარ თავს დაკარგავ.
შეწყვიტე საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ ყველა, შენ გარშემო, ბედნიერი იყოს. პატივი ეცი საკუთარ ღირებულებებს, პრინციპებს, სურვილებს.

7. იდეალური ვერასდროს იქნები. საკუთარი თავის არარეალისტურ სტანდარტებში მოქცევა კი დაგტანჯავს.
ბევრ პერფექციონისტს უწევს შინაგან კრიტიკასთან, მრისხანებასა თუ საკუთარი თავის სიძულვილთან გამკლავება. ებრძოლე ამ ნეგატიურ ხმას შენში.

8. შენი აზრები, გრძნობებთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვანია.
საკუთარ პრობლემებთან გამკლავება, კრიტიკული აზროვნებით, არაა იმდენად დამხმარე, როგორც იმ გრძნობების გამოხატვა, რომლებიც არსებულ სიძნელეებს პირველ ადგილზე აყენებს.

9. ქმედებები უფრო ბევრს ამბობენ შენზე, ვიდრე სიტყვები.
იყავი პასუხისმგებლიანი და ეცადე, რომ შენს თითოეულ ქმედებას სიყვარული განაპირობებდეს.

10. შენს მიღწევებსა და წარმატებებს, სიკვდილის წინ, მნიშვნელობა აღარ ექნება.
საბოლოოდ, სიკვდილის წინ ადამიანები არა წარმატებასა თუ აღიარებაზე, არამედ ადამიანებზე, მათთან ურთიერთობებზე ფიქრობენ. ამიტომ, იზრუნე ამაზე.

11. მუდმივი ვარჯიშისა და ძალისხმევის გარეშე, მარტო ნიჭი არაფერია.
ასეთი ადამიანები თვითრეალიზებას ვერასდროს ახერხებენ.

12. შეწყვიტე წარსულზე ფიქრი და მომავლის პროგნოზი. 
წარსულის კონტროლი შეუძლებელია. ვერც მომავალს იწინასწარმეტყველებ. ამიტომ, ჯობს იყო აწმყოში, დრო მაქსიმალურად სწორად და ნაყოფიერად გამოიყენო.

13. არავის აინტერესებს, რამდენად რთული ცხოვრება გაქვს.
ადამიანებში თანაგრძნობას ნუ ეძებ. ამის ნაცვლად, ჯობს თავად დაიწყო საკუთარი ცხოვრებისგან საინტერესო თავგადასავლის შექმნა.

14. რას ამბობ, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რას ფიქრობ.
სიტყვებს აქვს ზეწოლის, ტკივილის, სირცხვილის მიყენების ძალა. თუმცა, მათ, ასევე, შეუძლიათ შენი ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება, შთაგონება, ენერგიის მოცემა… გამოიყენე სიტყვები კეთილი მიზნებისთვის – თუნდაც, სხვების მოტივაციის ასამაღლებლად.

15. კაპიტალის საკუთარ თავში დაბანდება ეგოისტობა არაა.
ეს ყველაზე ღირებული რამაა, რაც შენი თავისთვის შეგიძლია, გააკეთო.

16. მნიშვნელოვანია არა რაღაც მოვლენა, არამედ ის, შენ როგორ რეაგირებ მასზე. 
გამოწვრთენი საკუთარი თავი, რომ ნებისმიერი სიტუაციისგან რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მიიღო.

17. ხანგრძლივი ბედნიერებისთვის ადამიანებთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნო.
მატერიალური უზრუნველყოფა და მაღალი სოციალური სტატუსი ვერ გაგაბედნიერებს ისე, როგორც ადამიანური ურთიერთობები. ამიტომ, თუ ფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობებისნაკლებობას განიცდი, დროა, რაღაც შეცვალო.

18. სიამოვნება დროებითია. გაავლე ზღვარი სურვილებსა და საჭიროებებს შორის. 
ნუ აირჩევ გართობასა და ერთჯერად სიამოვნებას, როცა საქმის კეთების დროა. რადგან იმის კეთებას, რაც საჭიროა, საბოლოოდ, სიამოვნების უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს.

19. მხოლოდ ამბიციები, რეალური შედეგების გარეშე, ჰაერში გაბნეული სიტყვებია. 
თუ გინდა, მსოფლიოს შეცვლა, დღესვე შეუდექი საქმეს. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე და შეცვალე…

20. დრო ფასდაუდებელი რამაა. ამიტომ, სწორად განსაზღვრე პრიორიტეტები, რას მიუძღვნი მას. 
შენ გაქვს ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, როგორ განკარგავ საკუთარ დროს. ამიტომ, ბრძნული არჩევანის გაკეთება მოგიწევს.

წყარო: Inc



განხილვა