in

20 წლის შემდეგ პირველი რებრენდინგი Pringles-ში და გამარტივებული Mr. P.

ქართული Pringles მომხმარებლებს “გემრიელ აქციას” სთავაზობს!

Pringles UK-მა 20 წლის განმავლობაში პირველად გადაწყვიტა რებრენდინგი და თავისი Mr. P.-ს ახალი ვერსია შემოგვთავაზა. მასზე დიზაინის სტუდია Jones Knowles Ritchie (JKR)-მა იმუშავა, სპეციალურად დიდ ბრიტანეთში ჩიფსების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მთლიანობაში რებრენდინგი განახლებულ ლოგოსა და შეფუთვას მოიცავს.

BOG
BOG

ორიგინალი Mr. P. ჯერ კიდევ 1967 წელს, არჩ დრამონდის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ ულვაშიანი პერსონაჟი ამ ბრენდის სინონიმი გახდა და თავისი პოპულარობიდან გამომდინარე, The Simpsons-შიც კი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მან გამოსვლის დღიდან ექვსი ცვლილება განიცადა, ეს რებრენდინგი ორი ათწლეულის განმავლობაში პირველი მასშტაბური ცვლილებაა.

“საკულტო სახის შენარჩუნება განახლების განუყოფელი ნაწილი იყო. ახალი იერსახე დიზაინის გამარტივებასა და მოდერნიზებას ისახავს მიზნად, რაც ბრენდის თილისმას თამამ იერს ანიჭებს” — აღნიშნავს Pringles-ის ბრენდის დიზაინის დირექტორი, პიტ მეთიუსი.

JKR კრეატიული დირექტორი დელა ლოურენსი განმარტავს, რომ ახალი იდენტობის ცენტრში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს Mr. P. “ჩვენი სამუშაო მისი გაცოცხლება იყო. რით განსხვავდება Pringles სხვებისგან? რა თქმა უნდა, მისტერ პით. იგი უყვართ, ის მხიარულია და ისეთ ხრაშუნის ეფექტს ქმნის, როგორც არც ერთი სხვა. ასევე, ახალი დიზაინი თილისმას ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ციფრულ სამყაროში”. 

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართულ Pringles-საც აქვს თავისი მომხმარებლებისთვის საჩუქარი. საახალწლო აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია Pringles-ის შეძენის დამადასტურებელი ქვითარი ატვირთოს ვებ-გვერდზე www.pringles.ge, ყველაზე მეტი ქვითარის ატვირთვის შემთხვევაში კი მოიგოს გარანტირებული საჩუქრები: iphone 12 (1 ადგილი), Xbox (მე-2 ადგილი), Wireless Speaker JBL (მე-3 ადგილი) და ბლუთუზ ყურსასმენები (მე-4, მე-5, მე-6 ადგილები). 50 ტოპ მონაწილე გარანტირებულად მიიღებს პრინგლსის ჰუდის. აქცია 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეული გამარჯვებულების გამოვლენის თარიღებია:

1 კვირა: 23 დეკემბერი
2 კვირა: 30 დეკემბერი
3 კვირა: 6 იანვარი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს, სიახლეებისთვის კი გამოგვყევით Facebook გვერდზე Pringles Georgia.

ზედმეტი Pringles და საჩუქრები არ არსებობს!

ქართული მოკუმე-განე! – ნახეთ, იაპონური საიუველირო ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები

„ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს“ – Alfa Romeo-ს სადღესასწაულო კამპანია!