ნიუ-იორკში მდებარე რესტორანი Serendipity 3 მსოფლიოში ცნობილია, როგორც რეკორდულად ძვირადღირებული პროდუქციის მქონე – მაგალითად, ბურგერის ღირებულება $295-ს აღწევს, ხილისა და ნიგვზის ნაყინის კი – 1000 დოლარს. ასე რომ, ახლად დამატებული 200 დოლარიანი ფრანგული ფრი ყველასათვის სასურველია.
თანაც, გინესის რეკორდების წიგნი მოწმობს, რომ 13 ივლისის მდგომარეობით, კარტოფილი ფრი ოფიციალურად ყველაზე ძვირ პროდუქტად ითვლება მსოფლიოში. “Serendipity მართლაც ბედნიერი ადგილია. ხალხი აქ სადღესასწაულოდ მოდის და ზოგჯერ იმისთვისაც კი, რომ ცხოვრების რეალობას მოშორდეს” – ამბობს კრეატიული დირექტორი და შეფი ჯო კალდერონე.
Crème de la Crème Pomme Frites ასე ჰქვია საბოლოო პროდუქტს, რომლის შესაქმნელადაც რესტორანში რამდენიმე “მარტივ” გზას გადიან. საწყის პროდუქტად Ciperback-ის კარტოფილს იყენებენ, რომელსაც ძმრითა და შამპანურით იწვება. შემდეგ კარტოფილი ბატის სუფთა ცხიმში გადააქვთ და ორჯერ წვავენ, რათა გარედან ხრაშუნა და შიგნიდან ფაფუკი იყოს.
საჭმელად ვარგისი ოქროს, ტრიუფელის მარილითა და ტრიუფელის ზეთის თანხლებით, კარტოფილი ფრი ბროლის თეფშზეა მოთავსებული. ამასთან, წვრილად დაჭრილ ტრიუფელსა და მორნეის ყველის სოუსსაც მიიღებს მომხმარებელი. “ტრიუფელი აქ მთავარი ვარსკვლავია” – აღნიშნა კორპორაციის აღმასრულებელმა შეფმა ფრედერიკ შოენ-კივერტმა.
ბევრი რესტორნის მსგავსად, Serendipity კორონავირუსის პანდემიის დროს დაიხურა… კალდერონმა და შენ-კივერტმა კი დაბრუნების საუკეთესო გზად უგემრიელესი კარტოფილი მიიჩნიეს. “ეს ყველასათვის რთული წელი იყო და ახლა გართობა გვჭირდება” – ამბობს კალდერონე.