შესანიშნავი შანსი ფეხბურთის მოყვარულებს — კომპანია Croco Airways-ის ორგანიზებით, იტალიის ქალაქ ნეაპოლის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი ფრენები შესრულდება.
12 იანვარს კომპანია Croco Airways-მა პირველი სპორტული ტური შეასრულა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ნეაპოლისკენ ქართველი გულშემატკივრებით სავსე თვითმფრინავი გაფრინდა.
კომპანიის ორგანიზებით, ნეაპოლში 13 იანვარს დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე იტალიის სერია ა-ს უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ნაპოლისა და იუვენტუსს შორის 200 ქართველი დაესწრო. ნეაპოლში ჩასულმა ქომაგებმა ნამდვილი დღესასწაული იხილეს — ნაპოლის შოუ და ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც თბილისიდან ნეაპოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენა განხორციელდა. 12 იანვარს Croco Airways-ის სპორტული ტურის მეშვეობით, 200 ქართველი გულშემატკივარი ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩზე გაემგზავრა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ ჩემპიონატის გრანდში გადასვლა თითოეული ქართველი ქომაგისთვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო და მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, უქომაგონ ახალგაზრდა ქართველ ტალანტს ნეაპოლში.
Croco Airways-ისა და პარტნიორი კომპანიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნეაპოლის მიმართულებით ფრენები რეგულარულად შესრულდება. ჩვენი კომპანია ქართველ გულშემატკივრებს კიდევ არაერთ სიურპრიზს უმზადებს“, — ამბობს Croco Airways-ის წარმომადგენელი სალი ფუტკარაძე.
ეს უპრეცედენტო შემთხვევა არც წამყვან იტალიურ გამოცემებს გამორჩენიათ. Corriere dello Sport, Tutto Napoli, Tutto Mercato და ა. შ. Croco Airways-ის პირველ ტურსა და დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე 200 ქართველი გულშემატკივრის შესახებ წერენ. „მარადონას სტადიონზე ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა, მათ შორის კი 200 ქართველიცაა, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ თბილისიდან პირდაპირ ნეაპოლში გაემგზავრნენ“.
გავლენიან გამოცემებთან ერთად, ქართველების იტალიაში სტუმრობა არც ნეაპოლელებს გამოჰპარვიათ. ადგილობრივმა გულშემატკივრებმა საქართველოდან ჩასულ ქომაგებს განსაკუთრებულად უმასპინძლეს. ხვიჩა კვარაცხელიას გავლენითა და სიყვარულით, დღეს ნეაპოლში ქართველი გულშემატკივრები ნომერ პირველი სტუმრები არიან. თბილისში გამომგზავრებამდე ნეაპოლელებმა იმ სასტუმროს წინ, სადაც ქართველები რჩებოდნენ, მადლობის ბანერი გამოფინეს.
მომდევნო ტურს Croco Airways 28 იანვარს შეასრულებს. თბილისიდან ნეაპოლის მიმართულებით გამგზავრებული გულშემატკივრები ნაპოლისა და რომას შორის მატჩს დაესწრებიან.
ნეაპოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ბილეთების ყიდვა Croco Airways-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. კომპანია გულშემატკივრებს ავიაბილეთებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს და სპორტულ ტურებსაც სთავაზობს.
[R]